TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და ბინძურ კამპანიას "რეფორმერის“ წინააღმდეგ
  • პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და ბინძურ კამპანიას "რეფორმერის“ წინააღმდეგ

    პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი „რეფორმების ჯგუფის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

    როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია ეწევა დეზინფორმაციის კამპანიას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას „რეფორმერის“ წინააღმდეგ.


    თორნიკე ჯანაშვილი: დღეს გაკეთდა განცხადება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა ახალგაზრდა რეფორმების გუნდი. ეს შეთხზული გუნდი, რეალურად ისედაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივს და ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სახელების მანიპულირებით, რათა მოხდეს პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ დისკრედიტაცია.

    ჯერ კიდევ, როდესაც რეფორმერი იყო ახალგაზრდული პლატფორმა, ნაციონალური მოძრაობა ეწეოდა დეზინფორმაციის კამპანიას, რომ ვითომ არსებობს კავშირი ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას არ მოჰყვა მათთვის სასურველი შედეგი, რის შემდეგაც მათ შექმნეს ახალი ნარატივი.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს როგორც ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას, ასევე ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად იყრის კენჭს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩვენო ნომრით 13.

    მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას, ეს არის ბინძური კამპანია, რაც აზიანებს პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოს - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

    წყარო:newposts.ge
    145 ნახვა
    16-10-2020, 09:39
    News-ები