თეგებით ძიება
20. 10. 2020 News-ები

ბესიკ დონაძე ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.
დონაძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც ჩიქოვანი ატარებს შეხვედრებს, რამდენიმე დღეში იწყება ინფრასტრუქტურული პროექტები მერიის მიერ. დონაძე აღნიშნავსს, რომ მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიყვება ჩიქოვანის საარჩევნო შეხვედრების გრაფიკს. დონაძის თქმით, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

ამაზე, ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, ნანა ნარსიამ, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საჩივარი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა.

„ჩვენი საჩივარი ეხება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. კერძოდ, მისი შტაბის უფროსი, გეგა შენგელია, რომელიც ამჟამად არის ქალაქ ზუგდიდის მერი, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკეთებს და ამთხვევს იმ სოფლებში, სადაც შეხვედრები აქვს ირაკლი ჩიქოვანს.

14 სექტემბერს ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სოფელ ნარაზენში, ხოლო 18 სექტემბერს, გეგა შენგელიამ გამარტივებული წესით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმა ხელშეკრულება და ნარაზნეში დაიწყო სკვერის მშენებლობა, რომელიც გაკეთებაც ირაკლი ჩიქოვანი დაპირდა მოსახლეობას.

სადაც დადის ირაკლი ჩიქოვანი, რომელ სოფლებშიც ხვდება მოსახლეობას, მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიყვება მისი შევედრების გრაფიკს.

აღნიშნული არის საარჩევნო კანონდმებლობის დარღვევა, არის ინფრატრუქტურული პროექტების გამოყენება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ და არის ადმინისრაციული რესურსის გამოყენება.

ამაზე ჩვენ შევიტანეთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში და აღნიშნულ დარღვევაზე ველოდებით რეაგირებას.“ - განაცხადა დონაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა