თეგებით ძიება
20. 10. 2020 მსოფლიო

შემაშფოთებელი და რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთიდან- 24 საათში 19 000-მდე ადამიანი დაავადდა კორონავირუსით

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელება ძალზე დიდ მასშტაბებს ავლენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 18 804 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ 19-ისგან, ხოლო 100-მდე კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში 741 212 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 44 000 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ზემოხსენებული მონაცემები დაავადების ანტირეკორდს წარმოადგენს- მისი თქმით, მსგავსი მაჩვენებელი აქამდე არ დაფიქსირებულა. ბრიტანული მედია და სტატისტიკის სააგენტოები აღნიშნავენ, რომ რეალური ე.წ სურათი გარდაცვლილებთან დაკავშირებით აბოსლუტურად განსხვავდება ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით-იტყობინებიან 58 500 დაღუპულზე.

ჯანდაცვის სისტემის მდივნის, მეტ ჰენკოკის თქმით, სიტუაცია ჯერ კიდევ უმძიმესია- განსაკუთრებით იზრდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 60 წელს გადაცილებულ ასაკოვან ადამიანებში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ინფიცირების 40 680 350 შემთხვევა აღინიშნა, რომელთაგან 30 მილიონზე მეტმა დაამარცხა ინფექცია, ხოლო 1 123 472 პაციენტი კი დაიღუპა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა