ფულის ენერგიის ტესტი
აირჩიეთ სურათი ინტუიციურად და ნახეთ, რა ინფორმაციას მალავს ქვეცნობიერი.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი ჩვენს მკითხველს საინტერესო ტესტს სთავაზობს.
პირველ რიგში მსურს განვმარტო ბიზნესში რას და ვის მოვიაზრებ, ყველას აქვს თავისი ბიზნესი, ზოგი მუშაობს, შემოქმედებითია თუ მეოჯახე-დიასახლისია-ბიზნესია, ასევე ბიზნესია,როდესაც ყიდულობთ სახლისათვის საჭირო ნივთებს, თუ პროდუქტებს, ბიზნესია, როდესაც მეუღლისგან იღებ ფინანსებს თუ საჩუქარს... და ასე შემდეგ,
ყველას თავისი ბიზნესი აქვს ასე, რომ ვთქვათ და საკუთარი ფინანსური შემოსავალი სხვადასხვა გზებით,
ამიტომ ტესტის პასუხები იქნება, ფულის ენერგიის ანალიზი, თითოეული თქვენთაგანისათვის და დამხმარე გასაღები, როგორ დაუმეგობრდეთ ფულის ენერგიას, ამიტომ ყველა წაიკითხეთ და გაიაზრეთ
$ როგორ დავუმეგობრდეთ ფულის ენერგიას ეს მნიშვნელოვანი თემაა, თითოეულმა უნდა გაიაზროს და დაუმეგობრდეს, იმისათვის, რომ წინ იაროს!
ფულის ენერგია ნამდვილად არსებობს და ყველას თავისი ნაკადი აქვს, ზუსტად ამის შესაბამისად, ვიღაცას იოლად გამოსდის და ვიღაცისთვის ეს თემა მეტად რთულია და მიაჩნია, რომ ფულის ენერგია სადღაც შორს არის მისგან მიუწვდომელი...
ბევრი, როდესაც შეცდომას უშვებს რისკის გამო უარს ამბობს აკეთოს თავისი საქმე და იკეტება სამყაროში, ამით უარს ამბობს ფულზე...
აქ არის მთავარი აზრების გაკონტროლება, თუ რას ფიქრობ ფულზე, როგორ კონტექსტში საუბრობ და მოიხსენიებ ფულს...
რადგან ფიქრებით შეიძლება გახსნა შენი ფულის ენერგიის ნაკადი და პირიქით, ნეგატიური ფიქრებით, ჩააქრო ფულის ენერგია...
ყოველთვის არის წარსულში წარუმატებელი გამოცდილება, რომელიც დღევანდელ დღეზე ახდენს გავლენას და ეს შენი ფიქრებია ზუსტად, ამიტომ ერთი წუთით გაჩერდი და დააკვირდი შენს თავს რას ფიქრობ, როდესაც რაიმე საქმის წამოწყება ან პროექტის წამოწყება გსურს...ზუსტად ეს წარმოადგენს ფულის ბლოკებს, სად არ უშვებ წინ შენს თავს და სად ,,ატორმუზებ."..?!
რათქმაუნდა ეს სერიოზული მუშაობაა, დამიჯერეთ ყოველი თქვენი ფინანსური დანაკარგის წინ დგას აზრი, როდესაც გაიფიქრე და უარი თქვი შენს საკუთარ ფულის ენერგიაზე, მიგეღო ის რაც გეკუთვნის...
ამიტომ, თვალყური ადევნე პოსტებს, ბევრი მინი ისნტრუმენტი დაიდება პოსტის სახით, რომელიც დაგეხმარება გააზრებაში რა მხრივ გჭირდება მუშაობა, იმისათვის, რომ გააუმჯობესო შენი ფინანსური კეთილდღეობა.
მოიცადე შეჩერდი!
არ არის საჭირო, ვინმეს რაიმე უმტკიცო - ამის გარეშეც ყველაფერი შეგიძლია
ხანდახან მიუხედავად ასაკისა, სულ მოსწავლედ მივიჩნევთ თავს, გამუდმებით რაღაცას ვამტკიცებთ და ვაჩვენებთ - რომ შეგვიძლია, პოზიციით - მე ძლიერი ვარ! ანუ ჩვენს სულს სურს ვიღაცის იმედები გაამართლოს...
დიახაც შეიძლება ეს არ არის ცუდი მოტივაცია, რადგან ვიღაცისთვის ეს მაგრად მუშაობს, მაგრამ არა ყოველთვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამას მინუსში მიყავს ადამიანი, რადგან იმ ვიღაცას, ვისაც ეჯიბრებით და ვისაც გსურთ დაუმტკიცოთ და ფაქტიურად მისი იმედები გაამართლოთ - მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, თუ რა შინაგანი პოტენციალი გაგაჩნიათ და როგორი განვითარება გჭირდებათ...
ეხლა გაქვთ ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად თქვენი თავის მოსმენა გჭირდებათ, უფრო მეტად უნდა ენდოთ თქვენს თავს და მოძებნოთ ნამდვილი მასწავლებელი და გზის მაჩვენებელი, რომელსაც ნამდვილად დააფასებთ და არ ის, ვისაც რაიმეს მტკიცებას დაუწყებთ, პირიქით ის ადამიანი გჭრდებათ, ვისაც თქვენი შესაძლებლობების ჯერა და მხარსდაგიჭერთ, გაგაძლიერებთ!ესეთი ადამიანი შესაძლოა ახლობელი ადამიანიც და ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვისაც ჯერ არ იცნობთ, ამიტომ შეწყვიტეთ ვინმესთვის, რაიმეს მტკიცება, რადგან თქვენ უკვე საკმარისად ძლიერიც და ბრძენიც ხართ, იმისათვის, რომ ადგეთ, გააგრძელოთ გზა და წინ იაროთ! ამ დროს კი რას აკეთებთ?! უყურებთ ირგვლივმყოფებს, როგორც პატარა ბავშვი, თქვენ საკმარისი ძალა და გამოცდილება გაქვთ, იმისათვის, რომ ბევრი გააკეთოთ და შექმნათ!
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ- 15,20,40 თუ 60.... გააზრება ამ ყოველივესი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში შეიძლება. არ მიეჯაჭვოთ არც ასაკს და არც გამოცდილებას, იმოქმედეთ ინტუიციურად, უსმინეთ თქვენს თავს და გულს
დაიწყეთ ზრდა და განვითარება ამ მხრივ ისე, რომ იცოდეთ - კიდევ ბევრი შეგიძლიათ, მართლაც ხომ შეგიძლიათ, ასე არაა?!
ხდება ხოლმე, რომ დაიღალე, გინდა, რომ უბრალოდ იწვე და გადაიტანო ყურადღება სულელურ ან ბანალურ რამეზე... ამის შესატყვისი სიტყვა არსებობს- ასე მინდა და მორჩა...!
მაგრამ ყველაზე მეტად ის მომენტია, როდესაც უბრალოდ კონცენტრაცია არ გყოფნით. თქვენ არ გამოგდით პატარა მიზნისკენ სვლა... და ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ამ შემთხვევაში საკუთარ თავს?
წარმოიდგინეთ კედელზე რაიმე მიზანი, დახატეთ თქვენს ქვეცნობიერში. ეს ნახატი - თქვენი რეალური მიზანია, მაგრამ პატარა მიზანია, მაგალითად, ისეთი მიზანი, რომელიც რაიმე საჭირო და აუცილებელს გასწავლით... დიახ, ზოგჯერ ისეთი რთულია საკუთარ თავს აიძულო შეისწავლო რაიმე ახალი, ის რაც აუცილებელია და საჭიროა შენთვის, გონება უბრალოდ უარყოფს ახალი ინფრომაციის მიღებას. მაგრამ გონებაც კი შეიძლება გაავარჯიშო და მეტად გახსნა ახალი ინფორმაციის მისაღებად, თუ რათქმაუნდა შინაგან მზაობას გამოთქვამთ. უთხარით საკუთარ თავს: დიახ, მე შემიძლია!
ეხლა კი წარმოსახვაში აიღეთ ბურთი მიმართეთ მიზნისკენ პირდაპირ მიზნის შუაგულში, დიახ, ეს მიზანი საკმარისად შორს არის და ყველას პირველივე ჯერზე არც გამოსდის, შეიძლება არც მეხუთედ და მეათედ გამოუვიდეს,. მაგრამ როდესაც გამოგივათ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით და ირწმუნებთ, რომ ისე მაგრად და შორს გამოგივათ ბურთის სროლა და მიზანში მოხვედრა, შეგრძნებაც კი გაგიჩნდებათ, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ისროდით ბურთს და მიზანში არტყავდით, აცილების გარეშე..... ჰოპ., ჰოპ“ J))
პირველი სროლა - ბურთი ხელში რაღაც ისე ვერ გეჭირათ ან ვერ მიაღწია მიზნამდე ან აცდა მიზანს, ესე მაშინ ხდება, როდესაც მიილტვით პიროვნული ზრდისკენ, მაგრამ ამავე დროს არ მუშაობთ ყოველდღიურად ან არ იწყებთ თუნდაც პატარა მიზნისკენ სვლას დასაწყისისთვის... მართალია ჩვენ გვიწევს სულ რაღაცის სწავლა, ყოველი იმედგაცრუების გადალახვა. შეიძლება რაღაცეები არც გამოვიდა და იწყებ ფიქრს, ყველას გამოსდის და მე არა, რატომ...?!
სინამდვილეში არავის გამოსდის უცბადვე ყველაფერი. ყველა ცდილობს,...ცდებიან, ყველასთან ესეა, წარმატებული, თუ არც ისე წარმატებული პროექტები...
შესანიშნავი პერიოდები და არც თუ ისე სახარბიელო პერიოდები. დიახ ყველასთან ესეა, აბსოლიტურად ყველასთან...
მაგრამ ამ ყველადან ვიღაცეები მანამდე ისროდნენ ბურთს მიზნიკენ სანამ არ მოახვედრეს და სანამ არ ისწავლეს მიზანში სროლა... ვიღაც კი ერთი-ორჯერ ეცადა და თქვა: ,,ოიჰ ეს არაა ჩემთვის აღარ ვეცდები და ნებდება...“
ესე იგი თქვენ არ გყოფნით შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა...
და აი ეს არის რაზეც უნდა იმუშაოთ...მზად ხართ ამისათვის?
დაგაინტერესათ ტესტმა? გაგრძელება იქნება...