თეგებით ძიება

"თავდაცვის უწყებამ განმარტებები გააკეთოს, თავდაცვის მინისტრს კი მოუწევს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც "- ელისო კილაძე

ელისო კილაძე, ზუგდიდში მომხდარ ფაქტს "საუკუნი ძარცვას" უწოდებს და აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებამ განმარტებები უნდა გააკეთოს, ხოლო მინისტრმა - უნდა დატოვოს თანამდებობას, რადგან ჯარს ვერ აკონტროლებს.

აღნინულ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"ომი რომ დაიწყოს ქვეყანაში და რაიმე სერიოზული ამბავი მოხდეს, ისევ საინფორმაციო ვაკუუმში უნდა ვიყოთ? თავდაცვის მინისტრსაც მოუწევს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც იმიტომ, რომ ის, რაც ეხლა ქვეყანაში ხდება, ის, რაც ჩვენს საამაყო ჯარს ეხება, ყველაფერს სცდება", - აღნიშნა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძისთვის, ასევე, გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში ჯარისკაცი სენაკის სამხედრო ბაზიდან. "საქართველოს ბანკის" ფილიალი სენაკშიცაა, შესაბამისად, ამ მიზნით ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, სამხედრო პოლიცია ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდეს.

ელისკო კილაძე ამბობს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ქვეყანა არ დაუტოვებია.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებას ჯარისკაცები ავღანეთის მისიაში ჰყავს გაგზავნილი და არჩევნებში მათი ხმების გაყალბებასაც გეგმავს. ამავდროულად, "ურჩი" სამხედროების ოჯახებში სამხედრო პოლიცია მუქარისა და შანტაჟის შემცველი წინადადებებით რეკავს.



წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა