თეგებით ძიება

ფულის ენერგიის ტესტი - ნაწილი მეორე

გაინტერესებთ რას ფიქრობს ქვეცნობიერი? აირჩიეთ სურათი ინტუიციურად და გაეცით თქვენთვის საინტერესო კითხვას პასუხი.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე მკითხველს საინტერესო ტესტს სთავაზობს.

ფულის ენერგიის ტესტი - ნაწილი მეორე


გთავაზობთ ტესტის მეორე ნაწილს:



4. გაიგეთ - ყოველ დღიურად ქმნით ამა თუ იმ წარმატებას.
პატარა გამარჯვებებისგან სიხარული - ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლეთ ყოველივე ამის შემჩნევა, ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ განუმეორებელ და საოცარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს...
ყოველ დღეს მოაქვს რაიმე ფასეული ჩვენთვის, მაგრამ ნამდვილად ფასეული მხოლოდ მაშინ ხდება ეს ყოვლივე, როდესაც თავად სწავლობს ადმაიანი ამ ყოველივეს დაფასებას. დაფასება კი როდის ხდება?; როდესაც სწავლობ ამ ყოველივეთი სარგებლობას და გახარებას იმით, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში.
შეხედეთ რაოდენ დაგვაფიქრა ამ ეპიდემიამ და გვასწავლა ყოველივე იმის დაფასება, რასაც მანამდე არ ვაფასებდით და არ ვანიჭებდით დიდ მნიშვნელობას, რადგან აქამდე ძალიან ჩვეულებრივად მიგვაჩნდა, თუნდაც გარეთ გასვლა, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთქმდება და ასე შემდეგ...
ფინანსურ ნაკადს, რაც შეეხება ადამიანს შინაგანად 10-15 შინაგანი შეზღუდვა და ბლოკი მაინც გააჩნია, ამ დროს მინდა ვუთხრა მათ, ყველაფერი გაქვთ სამყაროში, რატომღა ზღუდავთ თქვენს თავს და რატომ ქმნით ძალით ჩარჩოებს...?!
თქვენ გექნებათ განუმეორებელი აღმაფრენა, წარმატება, ისეთი, რაზეც ვერც კი იოცნებებდით, მაგრამ ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც უზომოდ უყვარს შეუქმნას საკუთარ თავს უზარმაზარი შეზღუდვები და ჩარჩოები.....
დაფიქრდით, რა მიიღეთ დღეს? რა გააკეთეთ? რას მიაღწიეთ?



5. ამ ანალიზში ვისწავლით საკუთარი თავის, სხეულისა და საკუთარი ცხოვრების მართვას.
დღეს გაიგებთ, რამდენად ბევრი შეგიძლიათ და რა მაგრად შეგიძლიათ მუშაობა.
მაშ ასე, წარმოიდგინეთ თქვენს წინ ქარბორბალა, ამჟამად ისე ცხოვრობთ თითქოს ამ ქარბორბალაში, როგორც ნაფოტი ისე ბრუნავთ. რადგან თქვენ მთავარს ვერ იგებთ - ცდილობთ მართოთ თქვენი ცხოვრება, როგორც ქარბორბალა. მაგრამ იმისათვის, რომ დაიმორჩილოთ ეს ქარბორბალა არ გყოფნით ძალა, ენერგია და ჭკუა. რადგან მეტად აზრიანად თუ მიუდგებოდით ცხოვრებას, შეძლებდით სხვაგვარადაც...
გაიგეთ, რომ ეს ქარბორბალა, ცხოვრებისეული ქაოსი, რომელშიც ეხლა ბრუნავთ, მოითხოვს პირველ რიგში ისწავლოთ საკუთარი თავისა და საკუთარი სხეულის მართვა.
დაიწყეთ აქედან, მართეთ თქვენი აზრები, დააკვირდით რას გრძნობთ, როდესაც პოზიტიურად ფიქრობთ,?! როგოც წესი ენერგია იმატებს და განწყობა უმჯობესდება, ასევე დააკვრდით რას გრძნობთ, როდესაც ნეგატიური აზრები მოდის გონებაში?! რამდენად ანგრევთ თქვენს ცხოვრებას საკუთარი აზრებით ნეგატივით და პირიქით რამდენად აშენებთ თქვენი ფიქრებით თქვენს ცხოვრებას პოზიტიური აზროვნებით, დააკვირდით საერთოდ რომელი აზრები ჭარბობს ნეგატიური თუ პოზიტიური და დაიწყეთ ამ ყოველივეს გაკონტროლება და ეს საკუთარი თავის მართვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
დაიწყეთ საკუთარი თავით და ამის შემდეგ ნებისმიერი ქაოსი, ნებისმიერი ქარბორბალა და ყველაფერი თქვენი ზეგავლენის ქვეშ იქნება
თქვენ შეძლებთ საითაც გინდათ და როგორც გინდათ ისე აბრუნოთ ეს ქარბორბალა, უბრალოდ დაიწყეთ!



6. მოდი დღეს ვიმუშაოთ მაქსიმალურად
დავგეგმოთ და ავწონ-დავწონოთ ყველაფერი დეტალურად. გადავხედოთ ყველა ვარიანტებს!
წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან უნდა მოვიდნენ სტუმრები: პარტნიორები, კლიენტები, ინვენსტორები ან კიდევ სხვები, მაგრამ თქვენ დანამდვილებით ელოდებით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ამ შეხვედრისთვის უნდა მოემზადოთ. თქვენ აპირებთ მოიპატიჟოთ ისინი ლამაზ სუფრასთან, მაგრამ ამავდროულად ამჩნევთ, რომ სუფრა დალაქულია...
გახდით რაღაც მომენტში მაქსიმალისტი. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერმა თქვენთვის იმუშაოს, სუფრაც ლამაზი და სუფთა იყოს გადაფარებული მაგიდაზე...მოამზადეთ ყოველივე ისე მიმზიდველად, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ საჭირო ადამიანები, პირდაპირ დაინახე ეს სურათი, რომ მზად ხართ სტუმრების შესახვედრად!
რადგან თქვენ შესაძლოა ჯერ სიტუაციაში არ შესულხართ ბოლომდე და ადამიანები კი მოსვლისთანავე აქცევენ ყურადღებას თქვენს ურთიერთობებს, გაგებასა და სიტუაციის მიმართ აღქმას
და თუ თქვენს შიგნით, როგორც ასეთი ჭუჭყიანი დალაქული სუფრა იგრძნობა, ამასთანავე შინაგანი მზაობა არ იგრძნობა, რომ რამე გაკეთოთ, ესე იგი ადამიანებიც ზუსტად ესე მიიღებენ და იგრძნობენ ინფორმაციულად.
თუმცა სინამდვილეში შესაძლოა, მათ სულაც არ სურთ ეს თვალსაჩინო და უნაკლო სუფრა, უბრალოდ თქვენთან საუბრით და ურთიერთობითაც კი იგრძნობენ ბედნიერად თავს.
მაგრამ ის, რაც თქვენს შინაგან სამყაროშია ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მუშაობა აუცილებელია.



7. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ეტაპობრივად
ამ ანალიზში ერთად ორ მდგომარეობას დავამუშავებთ.
პირველი - ეს არის გამძლეობა
გამძლეობა, იმისათვის, რომ მოემზადოთ შემდეგი ეტაპისთვის, როდესაც თქვენ მოგიწევთ ბევრი-ბევრი მუშაობა გაუჩერებლად, შრომა, სწავლა, შეიცნოთ და შეისწავლოთ ახალი.
არის პერიოდები, როდესაც აგროვებთ ენერგიას, როდესაც მოვლენები ისე აეწყობა ხოლმე, რომ დაისვენოთ, იფიქროთ, განმარტოვდეთ. აქ სულ სხვა ისტორიაა - რადგან აქ გინდათ იმდენი გამძლეობა და ძალა, რათა ყველაფერს გაუმკლავდეთ, რაც გელოდებათ წინ და ამისათვის, სულაც არ არის აუცილებელი თავგადაკლული შრომა
მეორე - თქვენ უნდა იყოთ ქარიზმატული, სექსუალური, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის, რადგან ქარიზმატულობაც და სექსუალრუობაც ორივე მნშვნელოვანია.
იპოვეთ და გაიაზრეთ როგორი უნდა იყოს თქვენთვის სექსუალური ქალი, ჩამოაყალიბეთ ეს ფორმა და შექმენით თქვენს გონებაში, აარჩიეთ ის ფოტო, სადაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენი თავი და გონებაში დააფიქსირეთ ეს შეგრძნებები და შთაბეჭდილება თქვენს საკუთარ თავზე და რამდენჯერაც ადამიანთან იწყებთ ურთიერთობას გაიხსენეთ ეს კადრი და შეგრძნებები, რომელიც გონებამ დაიმახსოვრა საკუთარი სქსუალურობის შესახებ. რადგან იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერში, ურთიერთობებში, კარიერაში და ასე შემდეგ...
შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან, როგორ გამოიყურებით, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ? საქმე იმაშიც არაა თუ როგორ გამოიყურებით, როგორ გაცვიათ, მთავარია -თქვენი შინაგანი შეგრძნებები.
ჩვენს თავს, როგორც ვგრძნობთ, ისე წარმოვაჩენთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეხებით ფულის ენერგიას, უნდა იყოთ ქარიზმატული და სექსუალური, რომელიც გარეგნულად უნდა ვლინდებოდეს მთელი არსებით.



8. რამდენსაც გასცემთ, იმდენს იღებთ, რადგან თითოეულ ადამიანს ხელში ბუმერანგი უჭირავს...
თუმცა ზოგჯერ არის პერიოდები, როდესაც უფრო მეტი უნდა გავცეთ და ასევე არის სიტუაციები, როდესაც საკმარისად ბევრი გავაკეთეთ და რაღაც პერიოდი მსუბუქად უნდა გავიაროთ და დავტკბეთ იმით, რაც გავაკეთეთ
ზუსტად ეხლა არის პერიოდი, როდესაც ნათლად და ზუსტად გაჩვენებთ ბუმერანგი, ადმიანებს, ვისგანაც მოგდით ფინანსები. ისწავლეთ სწრაფად მიიღოთ საპასუხოდ ფული, რადგან ხშირად ადამიანები ატორმუზებენ მიღებას, რადგან არ არიან შეჩვეულები მომენტალურად საპასუხო ბუმერანგის მოქმედებას...
თუ რაიმე ჩაუშვით საქმეში, ზიხართ და ფიქრობთ ,,ნუ როდის იქნება, აქედან რამეს, რომ მივიღებ“ რადგან ხდება, როდესაც ადამიანი მიმართულია უფრო მეტის გაცემას და ელოდება როდის მიიღებს, ამიტომ შინაგანად დაამუშავეთ ეს რწმუნებულება და მოემზადეთ უცბად მიიღოთ საპასუხოდ.
არ აქვს მნიშვნელობა ეს რას შეეხება - მალევე მიიღეთ ის, რაც გაეცით და რასაც ელოდებით. ამისათვის კარგად იმუშავეთ ფორმულირებაზე, ზუსტად იფიქრეთ თქვენთვის, რა გინდათ მიიღოთ სანაცვლოდ - ეს იმუშვებს ხარისხიანად და მალე.
დაფიქრდით, როდის გააგზავნეთ ბოლო ბუმერანგი?



9. როგორ გავარღვიოთ ფინანსური ჭერი?
მოდით მოკლედ და ნათლად - სიმართლე გითხრათ, არავის არ აქვს საერთოდ ფინანსური ჭერი. ჩვენ თვითონ ვიგონებთ რატომღაც და შემდეგ ჩვენ თვითონ ვეჯახებით ამ ჭერს და ვურტყავთ თავს))
თუ თქვენ გაქვთ უსიამოვნება და ფინანსური კრიზისი საქმეში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაგაჩნიათ დიდი რესურსი, რომელსაც არ იყენებთ ბოლომდე, თქვენ არ იყურებით გარშემო და ვერ ამჩნევთ, თუ რამდენი რამ არსებობს, რომელსაც ცდით და გამოგივათ, მაგრამ ჯიუტად აწვებით იმას, რაც სინამდვილეში არარსებობს...
არ არის შეზღუდვა დროში, სივრცეში, მაგრამ ის ფინანსები რაც დღეს უნდა მიგეღოთ, ხელიდან გაუშვით ამ შეზღუდვების გამო...
ფულის შოვნა ადვილია სინამდვილეში, მაგრამ უფრო მეტი ფულის შოვნა სხვადასხვა ეტაპზე გადასვლას და შეზღუდვებისგან და ჩარჩოებისგან გათავისფულებას მოითხოვს, რომელსაც ადამიანები თვითონ ქმნიან თავის გონებაში...
ამ პასუხების წაკითხვისას რა სიახლე გაიგეთ და გაიაზრეთ?


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა