როგორ იზიდავს ფულის ენერგიას ქალი საკუთარი ენერგიით
ქალი ცოცხალი მაგნიტია სიუხვის მოსაზიდად - პერსონალური ქოუჩი, ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ანუკი ვეფხვაძე თქვენთვის საინტერესო სტატიას გთავაზობთ, თუ როგორ იზიდავს ფულის ენერგიას ქალი საკუთარი ენერგიით, როდესაც აწესრიგებს ურთიერთობას საკუთარ თავთან, ფულთან და ახალ მოვლენებთან.
ქალმა უნდა იმუშაოს ენერგიაზე, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ჩართოს გონებაც, რადგან ზუსტად გონება ქმნის ჩარჩოებს და შეზღუდვებს, რომელსაც "ბლოკს" ვეძახით. ენერგიისა და ვიბრაციების ამაღლება მნშვნელოვანია, რადგან ქალი თავისი ენერგიით, როგორც ცოცხალი მაგნიტი იზიდავს სამყაროში არსებულ ყველა სიუხვეს, მაგრამ თუ ქვეცნობიერში არსებობს ეგრეთწოდებული ბლოკი, ეს შეზღუდვა აბრკოლებს სიუხვისა და ფულის ენერგიის შემოდინებასა და მიღებას.
რაც ერთ–ერთი ყველაზე მნივნელოვანია ფულის ენერგიის მოსაზიდად და შემოსავლის შესაქმნელად, თქვენ თვითონ უნდა აფასებდეთ, რასაც ქმნით, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ბიზნეს, შემოქმედებას, პროექტებს და ა.შ. ყველაფერს ჭირდება გაყიდვა, რა პროფესიასაც არ უნდა ფლობდეთ. იმისათვის, რომ ადამიანებს საკუთარი ცოდნის და მნიშვნელობის პრეზენტაცია წარუდგინოთ, აუცილებელია გეხერხებოდეთ გაყიდვა, გაყიდვების სწავლა მნივნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანისათვის ზუსტად ეს პროცესია სირთულე და ჩარჩო, შესაძლოა ვიღაცას საკუთარი თავის პრეზენტაცია და შექებაც კი ეუხერხულება და დაკავშირებულია სირცხვილის ემოციასთან. მაგალითად: როდესაც ადამიანი ამ ემოციით ცდილობს გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, სხვა ადამიანები ენერგეტიკულად იღებენ ინფორმაციულ შეტყობინებას, თითქოსდა ატყუებენ და აქედან გამომდინარე ნაკლებად ეფექტური პრეზენტაცია გამოგივათ დამერწმუნეთ.
თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა გაიაზროს საკუთარი თავის ფასეულობა უნდა ისწავლოს ამ ფასეულობისთვის ღირებულების მიცემა სამყაროში, ეხლა ესეთი დროა ყველანაირად უნიკალურებას გვასწავლის სამყარო, შეხედეთ პანდემიამ, რა უცბად გადაგვიყვანა ონლაინ მომსახურებაზე, ვინც არ იცოდა სასწრაფოდ დაიწყო ამ ყოველივეს შესწავლა, გარემო უცბად იცვლება და მოულოდნელობებით სავსეა იმისათვის, რომ ცხოვრებისეულ რითმს ავყვეთ და არ გავჩერდეთ, უნდა ავეწყოთ და ავყვეთ პროცესებს, რათა გარემო მოვლენების შესაბამისად, სწრაფი და ეფექტური ადაპტაცია მოვახდინოთ. გონება კი რამდენადაც ახალ ინფორმაციასა და უნარ–ჩვევებს სწავლობს ახალგაზრდავდება და შესაბამისად სხეულიც, გონებაც ტონუსშია, ეს კიდევ ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის მყარი საფუძველია.
ფული – ყოველთვის ერთდროულად რთულიც და იოლიც არის, ფულის ენერგია ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დაუფლებაც და მართვაც უნდა ისწავლოს ადამიანმა.
ბლოკები გონებაში:
განვიხილოთ ერთ-ერთი ბლოკი: ჩემო ძვირფასებო თუ თქვენთვის ნებისმიერი ფასი მისაღებია და ხარისხს არ აქვს მნივნელობა, ესე იგი თქვენს თავს არ აძლევთ უფლებას, რომ შეეხოთ ხარისხიან და ძვირიან თუნდაც ტანსაცმელს, მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ თქვენთვის ეს ფუფუნებაა და გონებაში ფიქრობთ, რომ ვერ შეწვდებით ეს უკვე შეზღუდვაა და აკრძალვა, რადგან თუ მისცემთ ამ "ფუფუნების“ უფლებას საკუთარ თავს და შეხვალთ ბევრად ძვირიან მაღაზიაში, ვიდრე თქვენ სარგებლობთ ხოლმე, აღმოაჩენთ, რომ ისეთი ფასდაკლებებიც არის, რომელიც თქვენთვის საკმაოდ ხელმისაწვდომიც არის, სამაგიეროდ გონება მიიღებს სიგნალს და გაიაზრებს, რომ ეს სულაც არ არის რაიმე მიუღწეველი თქვენთვის, ზუსტად აქ არის ჩამალული შეგრძნება რომ "უკეთესის ღირსი არვარ“ - არასაკმარისობის განცდა.
ამ შემთხვევაში უნდა გაიხსენო პატარა გოგონა შენს გარემოცვაში (შვილი, დისშვილი ან მეგობრის შვილი) რომელიც, ჯერ პატარაა და მისთვის უცნობია ფულის გამომუშავება, რას იმსახურებს და რას არა,... ამ ყოვლევეს ვერც იაზრებს, მაგრამ ირგვლივ ყველა ანებივრებს, აღფრთოვანებულები ჩუქნიან საჩუქრებს, ფულს, სიამოვნებას, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს, არის და ჩუქნის სინათლეს ყველას ირგვლივ, რადგან ბედნიერია და უხარია, რომ უბრალოდ ცხოვრობს და მოევლინა სამყაროს, მას სულაც არ ჭირდება საჩუქრების დამსახურება, რადგან თავად სიხარულია და ბედნიერება თავისი ახლობლებისათვის და სამყაროსათვის.
ეხლა კი შეხედე შენს თავს ღმერთის და სამყაროს თვალებით, თუ რომელი რაკურსით ხარ ასეთი სიხარულის და ბედნიერების წყარო, რომელსაც ყოველთვის სულაც არ ჭირდება საკუთარი დამსახურებლობა, რადგან ის უყვართ საკუთარი სინათლის, ბედნირების გამო და ამ სინათლეს ატარებს სამყაროში, მაშინაც კი როდესაც შესაძლოა ვერ შეამჩნიონ, უყვართ იმ საოცარი და უნიკალური თვისებების კოქტეილისთვის რომელიც მასშია.