მივცეთ თუ არა ყოფილს მეორე შანსი? – 4 მთავარი კითხვა, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ
ღირს თუ არა „ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა“ და უნდა მივცეთ თუ არა ყოფილს მეორე შანსი?
ფსიქოლოგი იულია ლანსკე გვიამბობს: ვიცნობ წყვილებს, რომლებიც დაცილების შემდეგ ერთმანეთს უბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი წყვილი სამჯერაც კი დაცილდა და შერიგდა! ამიტომ ყოფილების ერთმანეთთან დაბრუნების მიზანშეწონილობაზე ექსპერიმენტი ჩავატარე, რომელშიც 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მონაწილეების 15% ყოფილ პარტნიორს დაუბრუნდა და ბედნიერი ცხოვრება გააგრძელა, 15%-მა კი დაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ..
აქედან დასკვნა!
ზოგი ადამიანისთვის ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, ზოგისთვის არა, ამიტომ შანსი 50/50-ზეა, რომ თქვენი „ახალი“ ძველი ურთიერთობა ბედნიერს გაგხდით. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მდინარეში, რომელშიც მეორედ შესვლას ცდილობთ, უხილავი წინააღმდეგობები არსებობს.
მზად იყავით იმისთვის, რომ აღდგენილ ურთიერთობებთან ერთად ისიც დაბრუნდება, რაც პარტნიორში გაღიზიანებდათ და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში ხელს გიშლიდათ. ხშირად ქალები, რომლებსაც ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება სურთ, ივიწყებენ იმ გამაღიზიანებელი დეტალების შესახებ, რომლებსაც ადრე მწყობრიდან გამოჰყავდათ - ფსიქიკის დამცავი მექანიზმი „მახვილ კუთხეებს“ აბლაგვებს, რომ ნაკლები ტრამვა მიაყენოს. შესაბამისად, რჩებიან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც ჩვენს ცდუნებას ცდილობენ - რაო, ერთხელაც ხომ არ ვცადოთ? ფრთხილად, ეს შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს!
გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ორი ადამიანს გულისხმობს და მხოლოდ თქვენი სურვილი 100%-იან გარანტიას არ ნიშნავს. მეორე მხარეს დგას მამაკაცი თავისი ხასიათით, დაგროვილი წყენებით და შეხედულებებით და თუნდაც თქვენს სურვილს იზიარებდეს, შეიძლება გაუცნობიერებლად ეცადოს მიღებული ტკივილისთვის შურისძიებას. ასეთ შემთხვევაში თქვენი სიყვარულის გემი, რომელმაც რემონტის შემდეგ ღია ზღვაში შეცურა, ნახევარ გზასაც ვერ გაივლის, რომ ჩაიძირება.
თუ მამაკაცმა მიგატოვათ, ჯობს, რომ ურთიერთობის აღდგენის ყველა მცდელობას თავი დაანებოთ და იმ ერთადერთი ადამიანის ძებნა დაიწყოთ, რომელიც დარჩენილი ცხოვრების თქვენთან გატარებას ისურვებს. საქმე ისაა, რომ შეყვარებული მამაკაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ქალი სხვა მამაკაცთან არ იხილოს, ხოლო თუ მამაკაცმა ერთხელ გადაწყვიტა, რომ თქვენთან ერთად ცხოვრება არ სურს, გამორიცხული არაა, რომ იგივე დასკვნამდე მეორედაც მივა.
მაშ ასე, ყველაფრის მიუხედავად, მის დაბრუნებას ცდილობთ? ამ შემთხვევაში, 6 ეტაპი უნდა გაიაროთ, რომ მორიგი ფიასკო არ განიცადოთ.
1 ეტაპი. კარგად გააცნობიერეთ, დაბრუნება რატომ გსურთ
დაბრუნება რატომ გსურთ? თქვენი ურთიერთობა განსაკუთრებული იყო? მასთან კომფორტულად იყავით თუ უბრალოდ, მარტო დარჩენის გეშინიათ? ყურადღება მიაქციეთ უკანასკნელ პუნქტს. თუ მხოლოდ შიში გამოძრავებთ და არა სიყვარული, ჯობს უკან დაიხიოთ და შეისვენოთ. ეცადეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ და გააცნობიეროთ მხოლოდ მარტოობის შიშით არის თუ არა ნაკარნახები ყოფილ პარტნიორთან დაბრუნების სურვილი.
2 ეტაპი. გამორიცხეთ მიზეზები, რის გამოც არ უნდა დაბრუნდეთ
მხოლოდ ის ფაქტი, რომ ყოფილი პარტნიორი გიყვართ და გენატრებათ, დაბრუნებისთვის ცუდი მიზეზია. გონება გაიძულებთ ყველაფერზე იფიქროთ, რომ განშორების ტკივილი აიცილოთ, მაგრამ თუ თქვენი სურვილი მხოლოდ სასოწარკვეთილებით ან საჭიროებით არის ნაკარნახები, უმჯობესია, ურიერთობის აღდგენის ყველა მცდელობაშეწყვიტოთ.
3 ეტაპი. კარგად გაიაზრეთ განშორების მიზეზები
ამის გაკეთება განშორებისთანავე, რთულია, მაგრამ თუ ზუსტად არ იცით, ასე რატომ მოხდა და ურთიერთობა როგორ გამოასწოროთ, ჯობს პარტნიორის დაბრუნებას არ ეცადოთ. მამაკაცთან დროებითი დაშორება საღად აზროვნებასა და სიტუაციის მრავალმხრივ შეფასებაში დაგეხმარებათ.
4 ეტაპი. დარწმუნდით, რომ მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია
არსებობს რაღაც, რისი გამოსწორებაც შეიძლება და რაღაც გატეხილი სარკის მსგავსად, ვერასოდეს გამოსწორდება. დაფიქრდით, ნამდვილად შეგიძლიათ თუ არა გული და გონება გაასუფთავოთ ყველაფრისგან, რამაც ოდესღაც საყვარელ ადამიანთან დაგაშორათ? შეძლებთ თუ არა ურთიერთობის განახლების შემდეგ მშვიდად ცხოვრებას? თუ ამ კითხვებზე მტკიცე დადებითი პასუხის გაცემა შეგიძლიათ, მიეცით სიყვარულს მეორე შანსი.
5 ეტაპი. შეაფასეთ ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის პოტენციალი
ამბობენ, რომ წარსულში ყურება უსარგებლოა, რადგან იქ ყველაფერი უცვლელია, თუმცა საკუთარი მოქმედებების ანალიზი სწორი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. ცდა ნამდვილად ღირს, თუ თქვენი ურთიერთობა პატივისცემაზე და სიყვარულზე იყო დაფუძნებული და რაც მთავარია, თუ შვილები გყავთ. რა თქმა უნდა, ეს დაბრუნების მთავარი მიზეზი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მოტივია.
6 ეტაპი. ეცადეთ გაიგოთ შესაძლოა თუ არა ააწყოთ ყოფილთან ნორმალური ურთიერთობები
თუ მას თავად უნდა დაბრუნება, შეგვიძლია მოგილოცოთ. მთავარია, რომ დაბრუნებას ჯანსაღი ურთიერთიბები მოჰყვეს. ამისთვის, დაელაპარაკეთ თქვენს მამაკაცს და მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ურთიერთობის აღადგენა. თუ მამაკაცს თქვენთან ყოფნა არ სურს, მაგრამ თქვენ მაინც მისი დაბრუნების სურვილით ხართ შეპყრობილი და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად ხართ, ისევ თქვენ დაზარალდებით - ადრე თუ გვიან.
ყოფილის დაბრუნების ყველაზე ღირებული მიზეზი მასთან ჰარმონიული და წარმატებული ურთიერთობის აწყობაა. როგორ დავინახოთ ეს პოტენციალი? ამ 4 კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
1. ვინ არის ეს მამაკაცი - რას საქმიანობს, ცხოვრებაში რას მიაღწია და რა ღირსებები აქვს.
2. როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ - როგორ გამოხატავს გრძნობებს, როგორ ზრუნავს თქვენზე, როგორ იქცევა თქვენთან ერთად სხვადასხვა სიტუაციაში.
3. როგორ გრძნობთ თავს ამ მამაკაცთან ერთად - რას განიცდით მასთან ყოფნის და მასთან განშორების დროს.
4. გაქვთ თუ არა მომავალი - არსებობს თუ არა სერიოზული წინაღმდეგობა თქვენი ურთიერთობისთვის, შეძლებთ თუ არა ცხოვრება მასთან ერთად გაატაროთ და მოგანიჭებთ თუ არა ეს ბედნიერებას.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ეცადეთ მაქსიმალურად ობიექტური იყოთ. ნუ იცრუებთ საკუთარ თავთან და მოიხსენით ვარდისფერი სათვალე. საკუთარი თავის მოტყუება შეიძლება რამდენიმე თვიან ტოქსიკურ ურთიერთობად დაგიჯდეთ, რასაც სავარაუდოდ, კიდევ ერთი განშორების ტკივილი მოჰყვება.
ასე, რომ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გადარჩება თუ არა პაციენტი, სახელად სიყვარული თუ მისი რეანიმაცია შეუძლებელია. თუ ამ წერილმა დაგარწმუნათ, რომ უკან დაბრუნება არ ღირს, დაიწყეთ ფიქრი ქალურ ბედნიერებაზე ახალ მამაკაცთან.