თეგებით ძიება

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 28 ოქტომბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, მომავალში კარგ პერსპექტივას მოგიტანთ. ეცადეთ არავის არაფერი თხოვოთ. თუ თავში გენიალური იდეა მოგივიდათ, აუცილებლად ჩაიწერეთ.

კურო
კუროებო, თქვენი ყინულოვანი სიამაყე უკვე უადგილოა. გვერდით მყოფ ადამიანს მიეცით უფლება, რომ თქვენზე იზრუნოს და არ ინანებთ. ამ დღეს შეგიძლიათ სურვილების სიის ჩამოწერა დაიწყოთ. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, მაგრამ ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რომ ფინანსური პრობლემებიარ შეიქმნათ.

ტყუპები
ამ დღეს ვარსკვლავები ერთ ადგილზე მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ. ეცადეთ სხვების კრიტიკას და ჭორიკანა ადამიანებს. მთელი დღე ფულზე ფიქრით ნუ დაიღლებით, რომელიც არასდროს გყოფნით. გახსოვდეთ, რომ ფული არავისდა არასოდეს ყოფნის, ამიტომ ისწავლეთ იმით ტკბობა, რაც გაქვთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ერთისთვის მეორეზე უარის თქმა მოგიწიოთ, მაგრამ ასეთი არჩევანის შედეგი ძალიან გაგახარებთ. სავარაუდოდ, ამ დღეს მკლავების დაკაპიწება და დაძაბული შრომა მოგიწევთ - მთავარია, დღის განმავლობაში საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტად დაკავდებით სხვების საქმეებისგარჩევით, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უფრო ნაკლები შანსი გექნებათ.

ლომი
დროა, ლომებმა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღონ. თუ ამ დღეს ვიღაცამ საცეკვაოდ მიგიწვიათ, უარი არ უნდა თქვათ. შესაძლოა, ვიღაცამ ან რაღაცამ ამ დღის გეგმები ჩაგიშალათ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. მალე მიხვდებით, რომ ასე ჯობდა.

ქალწული

რა საქმითაც არ უნდა იყოს დაკავებული გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ქალწულია, ყველა საქმეში წარმატება ელის, იქნება ეს სპორტული თამაში თუ შემოქმედებითი საქმიანობა. ხელსაყრელი დღეა სერიოზული პროექტების განსახორციელებლად. დღის მეორე ნახევარში კურიოზული სიტუაციების ასაცილებლად, ნაკლები იაქტიურეთ.

სასწორი
სასწორებო, ამ დღეს ნებისმიერი საქმე ხელგეწიფებათ - დაწყებული სამუშაოდან, დამთავრებული ურთიერთობებით. გირჩევთ დილას სარკეში ჩაიხედოთ და საკუთარ გამოსახულებას გაუღიმოთ. ნუ ჰკითხავთ ღმერთს „რატომ“, ჰკითხეთ „რისთვის?“

მორიელი
უმიზეზო სიცილი ადამიანის არასერიოზულობაზე მეტყველებს, მაგრამ მორიელებმა მშვენივრად იციან რა უხარიათ ამ დღეს. ქარიზმატულობის დამსახურებით, ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ და ეცადეთ დამშვიდდეთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს საკუთარ თავში მჭევრმეტყველების ისეთ ნიჭს აღმოაჩენთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ ადამიანები საკუთარი მონაყოლით მოაჯადოვოთ. თქვენი განწყობა ფიქრის სისწრაფით იცვლება. მდიდარი ფანტაზიის წყალობით, ვიღაცის სიტყვებს გადაახვევთ და ბუზისგან სპილოს შექმნით, რითაც მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ.

თხის რქა
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი, ოჯახური ტრადიცია მოიფიქროთ. ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ საღამოს მიხვდებით, რომ იმაზე მეტს შეეჭიდეთ, ვიდრე გაუმკლავდებოდით. ამ დღეს თქვენი ამბიციები უადგილო და სასაცილოა, ამიტომ ეცადეთ სწრაფად დაივიწყოთ.

მერწყული
ამ დღეს სავარაუდოდ, ბევრს იტირებთ, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იქნება. სამსახურში მოსალოდნელია ახალი კადრების გამოჩენა ან ახალი წესების შემოღება. ფრთხილად იყავით - უკბილო ხუმრობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თევზები
ამ დღეს შეგიძლიათ თამამად გარისკოთ - შედეგი ამად ღირს. გირჩევთ ადამიანებს არ დაპირდეთ იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. კარგი იქნება თუ ლატარიის ბილეთებში ფულს ტყუილად არ დახარჯავთ - ამ დღეს მოგება არ გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში თავი შეუძლოდ იგრძნოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა