თეგებით ძიება

შეწყვიტოს პორნო საიტებზე ძრომიალი და ყურება, რადგან ეს ტერმინოლოგია იქიდან აქვს - შაშკინი კობახიძეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი Deepfake-ების გამოყენებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ დროა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი პორნო საიტებზე ძრომიალს შეეშვას:
„ბიძინას აბოლებენ, რომ რადგან ხელში ჩაიგდეს საარჩევნო კომისიები, არჩევნებს გააყალბებენ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ კანონმდებლობა აძლევს საშუალებას ნებისმიერ მოქალაქეს იყოს მეთვალყურე. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას Deepfake-ზე, რთულია ეს ექიმებთან... იმიტომ, რომ უნდა შეწყვიტოს პორნო საიტებზე ძრომიალი და ყურება, რადგან ეს ტერმინოლოგია იქიდან აქვს“, — განაცხადა შაშკინმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რადიკალური ოპოზიცია" Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს, რაც, შესაძლოა, არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს გაავრცელონ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა