"მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის , პანიკას არ უნდა მივეცეთ " - ამირან გამყრელიძე
კითხვაზე თუ რა რჩევას მისცემს ამირან გამყრელიძე ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტოპო პაციენტების გარდაცვალებით შეშინებულები არიან ამირან გამყრელიძე პასუხობს.
„პირველ რიგში, ყველას ვურჩევ, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის“- განაცხადა დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვისასტუმროებში იყვნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები.
„სამწუხაროდ, პანდემიების და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის ხოლმე სამწუხარო გამოსავალი. აქ რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვიდ სასსტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ დარჩნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები და ასევე, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საშუალო სიმძიმის ადამიანის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება. ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემობლიური გართულება, რომელიც არის ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ასეთ შემთხვევას ძალიან იშვიათად, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო:newposts.ge