თეგებით ძიება

ქართული ოცნება გეგმავს 2 ნოემბერიდან ლოქდაუნის გამოცხადებას - რა ინფორმაცია აქვს გიგა ბოკერიას?

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება გეგმას გამოაცხადოს სრული ჩაკეტვა ქვეყანაში 2 ოქტომბრიდან.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება აპირებს ფორის შექმნას, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ბოკერია მოუწოდებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ თემაზე.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა.“ - განაცხადა ბოკერიამ

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა