თეგებით ძიება

რატომ დებდნენ ბებიები ფეხსაცმელში საპნის ნაჭერს?

ფეხის ოფლიანობის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. შესაბამისად, ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნიც ბევრისთვის ნაცნობია.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ბებიების ძველი, გამოცდილი მეთოდი, რომელიც მხოლოდ ორიოდე წუთს და საპნის პატარა ნაჭერს საჭიროებს.

რატომ დებდნენ ბებიები ფეხსაცმელში საპნის ნაჭერს?


შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ოფლს არავითარი სუნი არ გააჩნია. ამის მაგალითად ორთქლის აბანოც გამოდგება, სადაც ადამიანებს ოფლი წურწურით დასდით, მაგრამ სუნი არ იგრძნობა.

საქმე ისაა, რომ უსიამოვნო სუნი მხოლოდ კანზე სხვადასხვა მიკროფლორის გამრავლების შედეგად წარმოიქმნება, რომლებსაც ოფლი ისე იზიდავთ, როგორც ფუტკარს თაფლი. სწორედ ამიტომ ადამიანის სხეულზე ოფლის სუნი მაშინაც კი იგრძნობა, როცა ოფლი არ ჩანს.

გარდა იმისა, რომ ოფლი ბაქტერიების კანზე გამრავლებას იწვევს, ის ბაქტერიებს ტანსაცმელზე „კოლონიების გამრავლებაშიც“ ეხმარება.

ზემოთ აღნიშნული სითხით გაჟღენთილი ნებისმიერი ქსოვილი დროულად გარეცხვის გარეშე უსიამოვნო სუნს შეიძენს და ამის შესანიშნავი მაგალითია ფეხსაცმელი, რომლსაც დილას იმაზე უარესი სუნი ასდის, ვიდრე საღამოს, როცა ფეხიდან გაიხადეს.

ფეხსაცმლისთვის უსიამოვნო სუნის მოცილება ადვილი არ გახლავთ. ვინც ფეხსაცმლის ყოველდღიურ რეცხვას ვერ ახერხებს (განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როცა გაშრობას დრო სჭირდება) ისინი ფეხსაცმელს უბრალოდ წმენდენ და ჰაერზე აშრობენ. ეს სწორი გზაა, მაგრამ არასაკმარისი.

იმისთვის, რომ ოფლის სუნი საბოლოოდ გავაქროთ, აუცილებელია საპნის გამოყენება. საკმარისია გაწმენდილ ფეხსაცმელში საპნის პატარა ნაჭერი ჩავდოთ და მთელი ღამით დავტოვოთ, რომ „ბებიების მეთოდის“ ეფექტურობაში დილასვე დარწმუნდებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა