მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მინდა, იქ ვივილი, "აჩოტებს" არ გაბარებთ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა. უცნობია, თუ რას უკავშირდება მისი აჭარაში ვიზიტი, ამას არც თავად აკონკრეტებს, მეტიც - როდესაც ჟურნალისტი მას კითხვით მიმართავს, რა მიზნით იმყოფება ბათუმში, ის ჩვეული ნარატივით პასუხობს და აცხადებს, რომ არავის ჩააბარებს ანგარიშს:
"მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, მე თქვენ არ გაბარებთ "აჩოტებს", სად ვივლი", - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება ზუგდიდის სპეცოპერაციის საქმეს, მინისტრი აცხადებს, რომ ამის თაობაზე უკვე არა ერთი კომენტარი გააკეთა და ახლიდან საუბარს არ აპირებს.
წყარო:newposts.ge