არჩევნების ერთიანი სიის მიხედვით, საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 3 511 853 ამომრჩეველია ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 14 170 მოქალაქეს.
შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, 3 526 023 ამომრჩეველს აქვს.