პარასკევს რაღაცის გამოგდებას აპირებენ - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "ღამის მთავარის" სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პარასკევს რაღაც ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს.
გვარამიას თქმით, მან ზუსტად არ იცის რა ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა ის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოსახდენად იქნება გამოყენებული.
"ვინ აგდებს ვიდეოებს ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, ვინ იღებს ისიც გავიგეთ, ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ ესენი, რომ იღებენ ასევე, და ჩვენი პერიოდისგან განსხვავებით, როცა არაფერი არ გამოქვეყნებულა, აქვეყნებენ - ეს ვიცით.
პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ, ასე გავიგე", - ამბობს ნიკა გვარამია.
წყარო:newposts.ge