თეგებით ძიება

ipsos-ის კვლევა: მელია 61%, კობიაშვილი 31,7% - მელია პირველივე ტურში იგებს

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას - საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია ipsos-მა ეს კითხვა არჩევნებამდე რამდენმე დღით ადრე დასვა და შედეგები ასე გადანაწილდა:

ნიკა მელია - ენმ გაერთიანებული ოპოზიცია - 61%


ლევან კობიაშვილი - ქართული ოცნება - 37,7%


კვლევის შედეგებს ნიკა მალია უკვა გამოეხმაურა:

"დიდი მადლობა გლდანის რაიონს!

ეს 61% აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ხალხს და აჩვენებს ერთიანობის იმ მზაობას რაც ხალხშია.

ხალხმა კარგად იცის რომ ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სწორედ ერთობაშია!"- წერს მელია.

ცნობისთვის, კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა