პრემიერი გახარია: მსოფლიოს უნდა დავანახოთ კორონავირუსის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებაზე საუბრობს და ყველა "პოლიტიკურ მოთამაშეს" მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
"ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება,"- თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, პრემიერის თქმით, საარჩევნო უბნებზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგებმა დაადგიეს:
„ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგიების მიერ იყო დადგენილი. ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება საქართველოში”, - აღნიშნა გახარიამ.
წყარო:newposts.ge