თეგებით ძიება

აირჩიეთ სასურველი სურათი და გაიგეთ, რატომ და საიდან ჩნდება პრობლემა სიყვარულში?

სად არის სისუსტე ჩამალული, რომელიც პერიოდულად პირად ურთიერთობაში ვლინდება?

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე თქვენთვის საინტერესო ტეტსტს გთავაზობთ:

დიდხანს არ უყუროთ სურათებს, უბრალოდ სწრაფად და ინტუიციურად აირჩიეთ და გაიგეთ, რატომ და საიდან ჩნდება პრობლემა სიყვარულში?

აირჩიეთ სასურველი სურათი და გაიგეთ, რატომ და საიდან ჩნდება პრობლემა სიყვარულში?


ტესტის სიზუსტით გაოცდებით, რადგან თითოეული პასუხი თავისი ღრმა და შინაარსობრივი ანალიზით აჩვენებს თუ ვინმეს პირად ურთიერთობაში გულის ტკენა აქვს ან რაზე უნდა დაფიქრდეს...

შეგიძლიათ რამდენიმე პასუხიც აირჩიოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იმუშაოთ იმაზე, რაზეც პასუხს მიიღებთ, ეს ტესტი ერთგვარი ბიძგი იქნება, რათა შეცვალოთ თქვენი ხედვა და ცხოვრება უკეთესობისკენ!

ტესტი როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვისაც იქნება საინტერესო.

მაშ ასე, ტესტის პირველი სურათი:

1. რა ძალიან უცნაურები არიან ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, რატომღაც ყველა ჩემზე სულელები არიან, ,,ტორმუზები“არ ძალუძთ, რომ დამეწიონ, აი ისინი კი ვინც ჩანს, რომ ჭკვიანები არიან, ალბათ პირიქით მე ვერ ვწვდები მათ... რაღაცნაირად სწორედ ვერ გამოდის, არ არიან ისეთები, ვისთანაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს – ვისაუბრებდი ყველაფერზე და ნუ მოკლედ არ გამოდის ისე, რომ ყველაფერი მშვენივრად და კარგად იყოს, რადგან ეს ყოველივე ხომ მნიშვნელოვანია წყვილში ჰარმონიული ურთიერთობისათვის, თუ როგორ ვგრძნობთ ერთმანეთის განვითარებას, თუ რამდენად ვეწყობით ჩვენი ინტელექტით, მიზნებით, სურვილებით ცხოვრებაში. მაშ რა გავაკეთო? ასეთი აზრები ხშირია... ამიტომ აქ არის ორი ვარიანტი.

• შესაძლოა თქვენ გაქვთ დანიშნულება, რათა ძალიან მნიშვნელოვანს ემსახუროთ, რაღაც განსაკუთრებული მისია გაქვთ ცხოვრებაში, ძალიან დიდი ადამიანი ხართ და ქმნით გასაოცარ რაიმეს, ამიტომ ის ადამიანი, რომელიც უნდა მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ან შეიძლება ამჟამად უკვე არის თქვენს გვერდით – უნდა გეხმარებოდეთ, გემსახუროთ მიუხედავად თავისი საკუთარი გეგმებისა, ნიჭისა, სურვილებისა, მან თითქმის თავისი ცხოვრება უნდა მოგიძღვნათ.

• თუ ასეთი საოცარი მისია არ გაქვთ, ესე იგი თქვენ გაქვთ, რაიმე მიჯაჭვულობა და ეძებთ, ისეთ ადამიანს, რომელსაც იოლად მართავთ და გააკონტროლებთ, ანუ თქვენ იზიდავთ ისეთ ადამიანს, როგორიც გსურთ ქვეცნობიერის დონეზე, ამიტომ გაერკვიეთ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ ცხოვრების ამ მომენტში.

2. ოი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ახლობლების აზრი, ის ადამიანი, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, სწორედ, რომ მიიღოს ყველა თქვენი ახლობელი, ვინც თქვენთვის ძვირფასია...

კარგად მიიღოს თქვენი მშობლები, თუნდაც თქვენ არც თუ ისეთი კარგი ურთიერთობა გქონდეთ მშობლებთან, მაინც..
მეგობრები, თუმცა ეს მეგობრები შესაძლოა ერთ წელში სულ სხვა მეგობრებით შეცვალოთ.
თქვენ ისე გჭირდებათ ძალიან ბევრის აზრი იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანი მოვა თქვენს ცხოვრებაში – როგორ გამოიყურება ის ყველას თვალში, თქვენ თვითონ როგორ გამოიყურებით მის გვერდით, ძალიან გთხოვთ პირველ რიგში უსმინეთ თქვენს გულს და გონებას, შეაერთეთ ისინი, დაე ისინი შეთანხმდნენ, რათა მოგცენ ერთადერთი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება, ჩამოესხენით სხვების აზრს, დაეხსენით სურვილს ,,ჩანდეთ“ და არა ,,იყოთ“, დაეხსენით სურვილს ყველას ასიამოვნოთ, გახსოვდეთ თქვენ თუ ბედნიერი იქნებით, თქვენი ახლობლებიც ვისთვისაც თქვენ ძვირფასი ხართ ბედნიერები იქნებიან და გაიხარებენ თქვენი ბედნიერებით.
სხვებისკენ ყურებით ცხოვრება უფრო რთულია, ასე არაა?!

3. მესამე პუნქტი მოკლე და ლაკონურია, მაგრამ თქვენთვის ისედაც გასაგები იქნება, იმდენად საზრიანები ხართ...
თქვენ იმდენად მაგრად გამოგდით თქვენი ნეირონების მართვა, რომ აბსოლიტურად იოლად შეგიძლიათ შექმნათ ზუტად ისეთ ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია – ძალიან ზუსტად და ნათლად გაიგოთ თუ როგორი ურთიერთობა გსურთ სინამდვილეში, აქ საუბარი არ არის მხოლოდ რაიმე კომფორტზე, არამედ იმისკენ არის მიმართული, რომ თქვენი მოაზროვნე გონება კიდევ უფრო განავითაროთ...

4. საკუთარი თავი იპოვეთ – გონება მართავს გულს, თქვენთვის მნივნელოვანია –თქვენი პარტნიორის რეალური მიღწევები.
ათასი სიტყვის ნაცვლად მოქმედებები და ქცევები,
მაგრამ გულიც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია!
ყვავილები და სინაზეც მნიშვნელოვანია, სულიერ სითბოს უზარმაზარი რესურსის აღდგენა შეუძლია ეხლა კი ძალგამოცლილი ხართ, თუმცა ასეც ხდება ზოგჯერ...
არარსებობს ცხოვრებაში ერთხელ არ წაიქცე, თუმცა მთავარია ადგომა და გაგრძელება.
თქვენი გონება და თქვენი უნარი გიყვარდეთ –თანაშეწყობით უნდა მეგობრობდნენ ერთმანეთთან, იმისათვის, რომ მიიღოთ სხვა ადამიანი, იპოვეთ ჰარმონია და ამის შემდეგ ყველაფერი იქნება – ფულიც, სიყვარულიც, ძალაც და სულიერებაც...

5. პანიკა – პანიკა იწყება, როდესაც წინასწარ იგონებთ და თხზავთ გონებაში ცუდი მოვლენების ვარიანტს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად პრობლემაა. არ ვგულისხმობ, რომ წინასწარ ვარდისფერი სათვალე გაიკეთოთ, ამ ვარიანტზეც არ ვსაუბრობ, მაგრამ არ შეიძლება წინასწარ ცუდი ვარიანტის მოგონება , ამაზე ფიქრი, ემოციების განცდა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, ბევრად ჯობია უკეთესის გწამდეს, ხოლო თუ რაიმე პრობლემა წამოიჭრება, მისი ადეკვატურად გადაჭრა შესაძლებელია, უბრალოდ გონებასთან იმეგობრეთ, ვინაიდან შეცდმებს ვერ გავექცევით მაინც, რადგან ეს ჩვენი გამოცდილებაა.

6. სიყვარულის განცდებისაგან დასაცავად ყველაზე კარგი დაცვაა თუ მისგან დაიმალებით. არ არის სიყვარული და არ იქნება განცდები, ამშვიდებთ საკუთარ თავს. არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობაში ხართ თუ არა, ემალებით თუ არა სიყვარულს ამ პოზიციით ცხოვრება პრინციპში სამყაროსგან და ადამიანებისგან დამალვას ნიშნავს, შეწყვიტეთ დამალვა, გაქცევა სიყვარულისგან და მამაცად შეხვდით მას, ზუსტად გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გასაგებია ყველაფერი? მაშ ვაგრძელებთ

7. თქვენ ყოველთვის უფრო მაგარ მიზნებს აღწევთ, ვიდრე თქვენი პარტნიორი, ამიტომაც, ამის გამო დანაშაულის შეგრძნებას ჩუმად განიცდით, მაგრამ აღიარეთ თქვენთვის, რომ ამის პოტეცნიალი გაგაჩნიათ და ამის გამო ნუ განიცდით, მიეცით თქვენს თავს უფლება მიიღოთ ეს ბუნებრივად, სწორი ემოციით დატვირთეთ და თქვენც და თქვენი პარტნიორიც უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს...

8. გიყვართ წარსულში ქექაობა? რისთვის?, იცხოვრეთ იმით, რაც დღეს მოგეცათ, დაგეგმეთ მომავალი, იფიქრეთ დღევანდელ დღეზე, რადგან ის ქმნის მომავალ ხვალინდელ დღეს, გაუღიმეთ წარსულს, გაუშვით, გააცილეთ, და იარეთ წინ! გაუშვით ასევე წყენები და იცხოვრეთ მსუბუქად, ვერავინ გვაწყენინებს, მხოლოდ მაშინ გვაწყენინებენ, როდესაც ჩვენთვითონ ვაძლევთ სხვებს იმის უფლებას, რომ ესე მოგვექცნენ...

9. თქვენ ნათელი ადამიანი ხართ, თქვენს გვერდით ადამიანებს ბნელი მხარე მაშინვე უტივტივდება, რის გამოც თავს არაადეკვატურად ავლენენ, სამაგიეროდ კარგი ფაქტია, რომ მალე ვლინდებიან, მთავარია – არ ჩაიციკლოთ ამ კითხვით და ემოციით: ,,ნუ როგორ შეძლო ამის გაკეთება?“ ბნელი მხარე ყველა ადამიანშია, მთავარია ამ დროს სწორი მიმართულების მიცემა, თქვენი ღირებულების და ფასეულობის მის აზრამდე მიტანა, რათა ნათელი მხარით შემოაბრუნოთ, ზუსტად ამის გამო თქვენს გარშემო სიყვარულის სივრცე ფორმულირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა