გაცნობის საიტებით დაინტერესებულ ქალბატონებს - როგორ გავიგოთ გვატყუებს თუ არა მამაკაცი?
პირველი საქორწინო განცხადება მსოფლიოში დაახლოებით, 1700-იან წლებში გამოჩნდა. მას შემდეგ, გაცნობის პლატფორმები გამუდმებით იცვლება და დღეს შესაძლებელია წამებში, ერთდროულად რამდენიმე ათეული მამაკაცის მონაცემები დაათვალიეროთ და მათ შორის, ყველაზე ღირსეული შეარჩიოთ.
ფსიქოლოგი იულია ლანსკე გაცნობის საიტებით დაინტერესებულ ქალბატონებს სასურველი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება და ასწავლის როგორ უნდა ამოიცნონ მატყუარა კანდიდატები.
დავიწყოთ იმით, რომ გაცნობის ვებ-გვერდზე სასურველი პარტნიორის კრიტერიუმების შეყვანის შემდეგ სისტემა ასობით კანდიდატს შემოგთავაზებთ. ერთი მხრივ, დიდი არჩევანი ღირსეული კანდიდატის პოვნის შანსებს ზრდის, თუმცა მეორე მხრივ, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
კონკრეტული გეგმის გარეშე თქვენ „იდეალური მამაკაცის“ იდეის ტყვე ააღმოჩნდებით იმის ნაცვლად, რომ იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს რეალურად შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდების ალგორითმები თქვენს დახმარებას ცდილობენ, საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ შემოგთავაზობთ ფილტრებს, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება.
1. ძიების გეოგრაფია. პირველ რიგში, ჩამოყალიბდით მსოფლიოს რომელ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცთან გსურთ ურთიერთობა, რომ სიბნელეში ხელების ცეცებით არ ეძებოთ. გაითვალისწინეთ ენებისა და ისტორიის ცოდნა და თქვენი სურვილები. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი რჩეული წარმოადგენს, ხანგრძლივად ცხოვრება მოგიწიოთ.
2. სად ისურვებდით ცხოვრებას მეგაპოლისში, პატარა ქალაქში თუ სოფელში? ნუ დაივიწყებთ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, როგორიცაა იმ ქვეყნის რელიგია და ტრადიციები სადაც თქვენი პოტენციური რჩეული ცხოვრობს. დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა თქვენ და თქვენი შვილები უცხო კულტურის მიღებას და მასთან შერწყმას? გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, იდეალურ ურთიერთობაშიც კი შეიძლება ბზარი გაჩნდეს.
3. საკუთარ თავს ჰკითხეთ - ნამდვილად მოგწონთ თუ არა მამაკაცი, რომელზეც არჩევანი შეაჩერეთ? გიზიდავთ ეს ადამიანი თუ არა? პირველი შთაბეჭდილება როგორც წესი, ყველაზე სანდოა, თუმცა ვირტუალური სფერო მრუდე სარკეების სამეფოა და რეალობა შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს. ინტუიცია კარგი რამაა, თუმცა ბრმად მაინც არ უნდა ენდოთ. ეცადეთ საკუთარ თავს აუხსნათ, რატომ აირჩიეთ ესა თუ ის მამაკაცი? იპოვეთ რაც შეიძლება მეტი არგუმენტი და ბოლოს და ბოლოს საკუთასრი გადაწყვეტილების ობიექტურ ახსნამდე მიხვალთ.
4. ასაკი - სტატისტიკა ადასტურებს, რომ წყვილები, რომელთა ასაკს შორის სხვაობა 20 წელი და მეტია, ადრე თუ გვიან პრობლემებს აწყდებიან. საუკეთესო ვარიანტი ასაკში 3-14 წლიანი სხვაობაა. ეცადეთ გაითვალისწინოთ მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რეგიონში, სადაც თქვენი პოტენციური რჩეული ცხოვრობს. გახსოვდეთ ერთი და იგივე ასაკის მამაკაცებს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რესურსი და პოტენციალი აქვთ.
5. ბავშვები - რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი თანაბარი პირობებია. თუ თქვენ უშვილო ხართ და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება გინდათ, ეცადეთ ასეთივე მონაცემების მქონე მამაკაცი მოძებნოთ და ყველაფრის ერთად დაწყება სცადოთ. თუ მამაკაცი შვილიანია, ყურადღება მიაქციეთ, როგორი ურთიერთობა აქვს მასთან (მათთან). ცუდია, თუ მამაკაცი შვილების მიმართ ყურადღებას და მზრუნველობას არ იჩენს - მამაკაცს, რომელიც ოჯახის შექმნისთვის ემზადება, ბავშვები უნდა უყვარდეს.
6. გაარკვიეთ იყო თუ არა დაქორწინებული? ცოლიანებზე ან ახლად განქორწინებულებზე მაშინვე უარი თქვით - მათთან ბედნიერებას ვერ ეღირსებით. თუ მამაკაცი დიდი ხნის განქორწინებულია, ეცადეთ ყველა წვრილმანი დელიკატურად გაარკვიოთ და გახსოვდეთ, რომ პირდაპირი კითხვები მამაკაცის ოჯახურ მდგომარეობაზე მის თავისუფლებაზე თავდასხმაა, რომელსაც ძალიან უფრთხილდება.
7. შემოსავალის ოდენობა. რა თქმა უნდა, ოჯახური სტატუსის მსგავსად, პირდაპირი კითხვების დასმა ამ მიმართულებითაც არ ღირს. დააკვირდით, სად მუშაობს, სად ისვენებს, როგორ იცვამს, როგორი გარემოცვა ჰყავს, რაზე ოცნებობს და ა.შ. და ყველაფერს თავად მიხვდებით.
8. გაიგეთ რას საქმიანობს, როგორი ჰობი და ინტერესები აქვს, რადგან თუ მამაკაცს ბედი დაუკავშირეთ, ამასთან შეგუებაც მოგიწევთ. გაარკვიეთ აქვს თუ არა პროფესიული გატაცებები, უყვარს თუ არა სპორტი და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. კარგი იქნება თუ საკუთარი მოთხოვნებისა და მამაკაცის ღირსებების ნუსხას შეადგენთ. ამ „პორტრეტის“ მიხედვით მამაკაცების „გაფილტვრა“ უფრო გაგიადვილდებათ და სავარაუდოდ, ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
გახსოვდეთ, გაცნობის ვებ-გვერდების უმეტესობას პროფილის ნამდვილობის დადგენა არ შეუძლია და თავად უნდა გაარკვიოთ მალავს თუ არა მამაკაცი რაიმეს თავისი ცხოვრებიდან.
გაიგეთ მისი ცხოვრების ტრაექტორია
გაარკვიეთ, რა საშუალებით და როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს. იმის მიხედვით თუ როგორი ხალისით გიპასუხებთ ამ კითხვებზე, ადვილად შეიძლება გაარკვიოთ მალავს მამაკაცი რაიმეს თუ არა, სერიოზული პიროვნებაა თუ უბრალოდ, დინებას უმიზნოდ მიჰყვება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა კი შენელებული მოქმედების ბომბთან ერთად ყოფნას ჰგავს, რაც არაფერში გამოგადგებათ.
შეისწავლეთ მისი გარემოცვა
ყურადღება მიაქციეთ როგორ მოიხსენიებს ის ახლობელ ადამიანებს და ნათესავებს, რადგან შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენც ასევე მოგიხსენიოთ. თუ მის სოციუმში შეღწევა მოახერხეთ, ყურადღებით იყავით. დააკვირდით როგორი ადამიანები არიან მის გარემოცვაში და რას ამბობენ თქვენი პოტენციური რჩეულის შესახებ.
დააკვირდით ქალებთან მის ურთიერთობას
ხშირად გაცნობის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მამაკაცები მალავენ, რომ დაოჯახებულები არიან. როგორ ამოვიცნოთ მატყუარა? დააკვირდით რამდენად ხელმისაწვდომია მასთა დაკავშირება, გიწვევთ თუ არა ოჯახში სტუმრად, გიწვევთ თუ არა წვეულებებზე. თუ დაოჯახებული არაა, მაგრამ ერთი ღამით სჭირდებით, ის უზომოდ ალერსიანი, ფამილარული და უზომოდ გახსნილი იქნება. მისთვის თქვენ მორიგი მსხვერპლი ხართ და თავისი ალგორითმის მიხედვით მოქმედებს.
და ბოლოს, მთავარი: თუ მამაკაცს ონლაინ ეძებთ, მასთან ურთიერთობა მხოლოდ ურთიერთობისა და სიამოვნებისთვის კი არა, ანალიზისთვისაც უნდა გქონდეთ. ნუ დაამატებთ ჩატში სიყვარულს და მიჯაჭვულობას დროზე ადრე. კარგად დააკვირდით და ნუ ჩადებთ რესუსრსს იმ ადამიანში, რომელთანაც მომავალი არ გაქვთ.