ზოგჯერ, ღამე ჭამაც საჭიროა - რამდენიმე რჩევა ქალებს
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ დილის ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ვარჯიშის დაწყებამდე ორგანიზმი კარგად გამოღვიძებული უნდა იყოს, ამიტომ უმჯობესია, თუ ფიზიკურ აქტივობებს 11 საათის შემდეგ დაიწყებთ.
სტომატოლოგთან ვიზიტი მხოლოდ დილის საათებში დაგეგმეთ. ზოგადად, ეცადეთ, რომ ყველა მტკივნეული პროცედურა (ნემსის გაკეთება, ჭრილობის გადახვევა და ა.შ) დღის პირველ ნახევარში ჩაიტაროთ. გაითვალისწინეთ, რომ საღამოს ტკივილის მიმართ მგრძნობიარობა იზრდება.
ერიდეთ საღამოს საათებში და ღამით ფიზიკურ აქტივობებს. ამ დროს კუნთების ძალა მცირდება. გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი შრომისუნარიანობა ღამის 2-დან 4 საათამდე შეინიშნება.
თერმული დამუშავების დროს ბოსტნეულმა ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები რომ არ დაკარგოს, აუცილებლად ადუღებულ, მარილიან წყალში უნდა ჩაუშვათ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშოთ.
თუ ღამე მუშაობა გიწევთ და არც ღამის საათებში ჭამაზე ამბობთ უარს, ეცადეთ, რომ მცენარეულის ნაცვლად, ცილოვანი პროდუქტები მიირთვათ (ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი, რძე) გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ცილები აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებენ ცენტრალური ნერვიული სისტემის ტონუსს.
კბილები დილას კბილის პასტით, საღამოს კი კბილის ფხვნილით გაიწმინდეთ. პასტა კბილებს ფხვნილზე სუსტად იცავს, თუმცა დღის მანძილზე ნერწყვითა და მყარი საჭმლით კბილის თვითგაწმენდა მიმდინარეობს, ღამით, ძილის დროს კი არა. ამიტომ ჯობს, რომ ღამით კბილები უფრო ძლიერი საწმენდი საშუალებით გაისუფთავოთ.
ღამით, ძილის წინ თავზე თბილი ჩაჩი დაიფარეთ. ეს უძილობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ჩვეულებრივ, ქალები ღამით საკვების მიღებას ერიდებიან, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფონ, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ დროს სახის კანი იფიტება. დილას თუ სარკეში გამონაყარი და შეშუპებული ქუთუთოები დაინახეთ, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ზემოთხსენებული მიზეზის დამსახურება იყოს.
თუ გსურთ, რომ ახალგაზრდული სახის კანი რაც შეიძლება დიდხანს გქონდეთ, ეცადეთ კანქვეშა ცხიმის ფენა შეინარჩუნოთ. სწორედ მასზეა დამოკიდებული კანის ხარისხი. ასე, რომ მეტისმეტად გახდომა აუცილებელი არ არის.
არ დაივიწყოთ, რომ პერიოდულად ჟელატინის შემცველი საკვები უნდა მიიღოთ (ჟელეები, ლაბა და ა.შ) სწორედ ის აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების ხარისხს.
გახსოვდეთ, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანები, რომლებსაც დღე-ღამეში 5 საათი და ნაკლები ძინავთ, გაცილებით მეტს იწონიან, ვიდრე დანარჩენები.