თეგებით ძიება

აიმაღლეთ თვითშეფასება, გათავისუფლდით კომპლექსებისგან - როგორ დავძლიოთ ეჭვიანობა?

უამრავი ქალი ოცნებობს, რომ მამაკაცი მასზე ეჭვიანობდეს, რადგან ეს ძლიერი გრძნობის საუკეთესო მტკიცებულებად მიაჩნია. მეტიც, ზოგჯერ ქალები პროვოცირებასაც კი ახდენენ, რომ მამაკაცები აეჭვიანონ, მაგრამ როცა თავად ეჭვიანობ, არც ისე სასიამოვნოა. როცა ეჭვიანობა აკვიატებულ იდეას ემსგავსება, დროა ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.

ალბათ არ არსებობს ქალი, რომელსაც ეჭვიანობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოუცდია. „როგორ შეიძლება ქმარზე არ იეჭვიანო, როცა გარშემო ამდენი ცდუნებაა, მას კი მხოლოდ მიზეზი ჭირდება“ - ამბობენ ქალები და ნაწილობრივ, მართლებიც არიან.

სასიამოვნოა ფიქრობდე, რომ მამაკაცის ეჭვიანობა ყოველთვის სიყვარულის ნიშანია, თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეჭვიანობის რამდენიმე სტანდარტული მიზეზი არსებობს:

1. ეჭვიანობას დაკარგვის შიში იწვევს.
2. ეჭვიანობა პარტნიორის ერთგულებაში დაეჭვებას ნიშნავს.
3. ეჭვიანობა პარტნიორის გაკონტროლების და დამორჩილების სურვილია.

რა არ არის ამ სიაში? მართალია, სიყვარული!

ამასთან, საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, ეჭვიანობის საფუძველი ძირითადად, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება და შიშია. შიში, რომ ვერ გაგვიგებენ და წავლენ, ხოლო ჩვენ ჩვენი ლამაზი გარეგნობით და წარმატებული კარიერით მარტო დავრჩებით.

აიმაღლეთ თვითშეფასება, გათავისუფლდით კომპლექსებისგან - როგორ დავძლიოთ ეჭვიანობა?


რა გამოდის? ის, რომ თვითშეფასება უნდა ავიმაღლოთ.

1. თქვენ თავად სრულყოფილება ხართ
თუ გსურთ, რომ ეჭვიანობას ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ, შეცვალეთ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. დაიწყეთ საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა, იამაყეთ საკუთარი ღირსებებით და ძლიერი მხარეებით. ხშირად გაიმეორეთ, რომ თავად სრულყოფილება და მამაკაცის იდეალი ხართ. საკუთარი თავისა და იმის რწმენა, რომ მხოლოდ საუეთესოს იმსახურებთ, სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.

არ იცით საიდან დაიწყოთ? ეცადეთ ყოველი დილა დაიწყოთ სარკეში ჩახედვით და სიტყვებით „მე საუკეთესო ვარ, რაც შეიძლება მამაკაცმა ინატროს და ჩემზე უკეთესს ვერსად ნახავს, ხოლო თუ ნახავს, მადლობა ღმერთს, რომ სულელისგან გამათავისუფლა“.

2. შეცვალეთ წარმოდგენა
ბევრი ქალი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, როცა მათი რჩეული თავისუფალდროს მასთან ერთად არ ატარებს. საგანგაშო აზრები თავისთავად ჩნდებიან, როცა თქვენი მამაკაცის გარშემო უამრავი მოკლეკაბიანი, ლამაზი ქალი ირევა.

ისწავლეთ მეორე ადამიანს მეტი თავისუფლება მიანიჭოთ და ამის გაკეთება არმოდგენის შეცვლით დაიწყეთ. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ „ის ისევ მეგობრებთან ერთად, ბარში წავიდა“, იფიქრეთ „ბოლოს და ბოლოს შემიძლია მარტო ყოფნა“.

მოიფიქრეთ, როგორ გაატარებთ თავისუფალ დროს და ეცადეთ დაისვენოთ საყვარელი ადამიანისგან. ბუნებრივია, საუბარი სამზარეულოს დალაგებაზე ან სერიალის ყურებაზე არაა. შეხვდით მეგობრებს, წადით უახლოეს კლუბში საცეკვაოდ, ჩაეწერეთ კოსმეტოლოგის სეანსზე - ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ოთხ კედელში. ტელეფონით ხელში ჯდომა, საათზე ყურება და ეჭვიანობა.

დაე, თქვენი ბედნიერი სახის დანახვისას, თქვენმა რჩეულმა თავი იმტვრიოს სად და როგორ გაატარეთ დრო მის გარეშე.

ცალკე განსახილველია შემთხვევა, როცა ადამიანს ეჭვიანობის მწარე გამოცდილება უკვე აქვს. დავიწყოთ იმით, რომ საყვარელ მამაკაცზე ეჭვიანობა ნებისმიერ ქალზე მისი გარემოცვიდან სისულელე და უაზრობაა. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი მამაკაცი „მარცხნივ“ ყოველთვის დადიოდა, დადის და ივლის, მაგრამ ამის გამო ყველა მამაკაცის შეჩვენება სააჭირო არაა.

ასე, რომ ენდეთ და გიყვარდეთ! ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან ყველაფერი თქვენს ხელშია. დააფასეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე და ყველაფერი გამოგივათ, რადგან გარშემო მყოფები თქვენში ხედავენ იმას, რასაც საკუთარ თავში თავად ხედავთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა