თეგებით ძიება

"ეშმაკისეული საცდურები", მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები და დიდი ფულის დაგროვება - მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან

2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლიტ­მა და­ტო­ვა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და კუ­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ლი­ლი­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვეს ატა­რებს ერთ ნი­შან­ში და მო­მა­ვა­ლი წლის 18 ივ­ლისს ის ტყუპ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, მაგ­რამ მა­ნამ­დე გვე­ლო­დე­ბა 9 თვე და თი­თო­ე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, მთე­ლი 9 თვე გქონ­დეთ დატ­ვირ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი, მაც­დუ­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით; ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მოხ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზე, ლი­ლი­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე კონ­კრე­ტულ ნი­შან­სა და სახ­ლში და მის ას­პექ­ტე­ზე. მაგ­რამ ზო­გა­დად, ლი­ლი­ტი ყვე­ლა­ზე იმოქ­მე­დებს - გან­სა­კუთ­რე­ბით მისი სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, ფული და მომ­ხვე­ჭე­ლო­ბა - და მთვა­რია, ვი­ცო­დეთ რო­გორ მო­ვიქ­ცეთ გა­აზ­რე­ბუ­ლად, რომ არ დავ­ზა­რალ­დეთ.

ლი­ლი­ტი ეს არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, ეს არ არის პლა­ნე­ტა, მაგ­რამ მას უსა­ზღვროდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე. ლი­ლი­ტი მთვა­რის უკი­დუ­რე­სი წერ­ტი­ლია. მთვა­რე კი არის ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი. ხოლო ლი­ლი­ტი არის ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი ცდუ­ნე­ბა, ჩვე­ნი ინ­სტინ­ქტე­ბი, თუ გნე­ბავთ, ყვე­ლა­ფე­რი ეშ­მა­კი­სე­უ­ლი, ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ქვეც­ნო­ბი­ე­რი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლობს თა­ვის გა­მოვ­ლე­ნას. აგ­რეთ­ვე, ჩვე­ნი ში­შე­ბი, მა­ნი­პუ­ლა­ცია, მის­წრა­ფე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვა­სა­ხე­ლოთ ლი­ლი­ტის პო­ზი­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბიც, ესე­ნია: ტა­ლან­ტი, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლა.

ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად გრძნობს ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნას 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში 9, 18, 27 და ა.შ. წლებ­ში. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ წლებ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, თუ ახლა 9-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გაქვთ, მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ (გან­სა­კუთ­რე­ბით 45 და 54 წლის). ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან გა­იც­ნოთ თქვე­ნი თავი, ში­შე­ბი, მის­წრა­ფე­ბე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი. ეცა­დეთ, არ გა­ი­ჩი­ნოთ მავ­ნე თვი­სე­ბე­ბი, რად­გან მათი შეთ­ვი­სე­ბა 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლი­ლი­ტი კუ­რო­ში ჰყავს, მო­მარ­თუ­ლია ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნებ­ზე, ან სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა­ზე. და, რა თქმა უნდა, ფუ­ლის, ქო­ნე­ბის, სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. კუ­რო­ში ლი­ლი­ტის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია, ბერ­ძე­ნი მი­ლი­არ­დე­რი არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სი, რო­მე­ლიც სტა­ტუ­სის­თვის ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ჯონ კე­ნე­დის ქვრივ­ზე - ჟაკ­ლინ­ზე და­ქორ­წინ­და. მა­ნამ­დე კი მრა­ვალ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი ჰქონ­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ოპე­რის მომ­ღე­რალ მა­რია კა­ლას­თან.

ლი­ლი­ტი 9 თვე იქ­ნე­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში. კუ­როს დე­ვი­ზია: "მე ვფლობ!". ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხალ­ხიც, ნივ­თე­ბიც, იმუ­ნი­ტე­ტიც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბაც (უფრო ხში­რად მოძ­რა­ვი). კუ­როს მარ­თავს სიყ­ვარ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა . კუ­როს ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოვ­ლე­ნაა სი­ძუნ­წე. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ზე კი არა, სა­კუ­თა­რი თვის­თვის ვერ გა­ი­მე­ტოს თან­ხა.

ამ ცხრათ­ვი­ან პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ტო­ტა­ლუ­რი სი­ძუნ­წე, სი­ზარ­მა­ცე. მო­უნ­დეს გა­და­მე­ტე­ბულ კომ­ფორ­ტში ცხოვ­რე­ბა. ზოგი კი გა­და­წყვეტს ფული უთავ­ბო­ლოდ ფლან­გოს სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე - ჭამა, სიყ­ვა­რუ­ლი, ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი

ანუ მთვა­რი თემა იქ­ნე­ბა ფული და თქვენ უნდა ის­წავ­ლოთ მისი სწო­რად ხარ­ჯვა და გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ფრა­ზა - "ფული კარ­გი მსა­ხუ­რია, მაგ­რამ ცუდი ბა­ტო­ნი" - გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში. კუ­როს უყ­ვარს ჭამა. ამ 9 თვის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მო­ი­მა­ტოს წო­ნა­ში, ან ანო­რექ­სი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი თავი. და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა. ნუ და­ი­სუს­ტებთ იმუ­ნი­ტეტს. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ლი­ლი­ტი ამო­რა­ლუ­რო­ბა­საც გან­სა­ზღვრავს და კუ­რო­ში ყოფ­ნის დროს მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, ლი­ლი­ტი ამ­ძაფ­რებს და უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ა­ჩენს კუ­როს ყვე­ლა თვი­სე­ბას: მე­სა­კუთ­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მი, კონ­ტრო­ლი - ტო­ტა­ლუ­რი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა კი - ცხოვ­რე­ბის მომ­წამ­ვლე­ლი, ჭამა - გა­უ­მა­ძღრო­ბამ­დე და ა.შ.

კუ­რო­ში ახლა მდე­ბა­რე­ობს ურა­ნიც (ახლა რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­შია და მხო­ლოდ 2021 წლის იან­ვარ­ში გას­წო­რებს სვლას) - მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მებ­ში, იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ფული ტრი­ა­ლებს; შე­იც­ვა­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რა. შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა ან სუ­ლაც ახა­ლი ვა­ლუ­ტა. ოქრო გახ­დეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­პი­ტა­ლი, მო­ი­მა­ტოს მის­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ. რად­გან კუ­როს მი­წის ნი­შა­ნია, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­ი­მა­ტებს მი­წის გა­და­სა­ხა­დიც, შე­იც­ვლე­ბა სა­ზღვრე­ბი, სხვა ფასი და­ე­დე­ბა წი­ა­ღი­სე­ულს. გაფრ­თხილ­დით, როცა ფი­ნან­სურ ქმე­დე­ბას, ონ­ლა­ინ აწარ­მო­ებთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­მოჩ­ნდნენ აფე­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­გა­ზა­რა­ლე­ბენ . გა­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის სურ­ვი­ლი და ეცა­დეთ, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გზა­ზე არ დად­გეთ. არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის­თვის.


ავტორი:
რუსა გელაშვილი


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა