თეგებით ძიება

ავადობის მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ყველა ვირუსი კოვიდმა ჩაანაცვლა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურიამ რადგან მოსახლეობამ უკვე აქტიუირად დაიწყო პირბადეების გამოყენება და წესების დაცვა, თუმცა, იმნაძის განცხადებით, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის:

„ეპიდემიოლოგიური სიუტუაცია სტაბილურია, შემთხვევების მკვეთრი მატება არ არის. საბედნიეროდ, ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა მეტად დაიწყო ელემენტარული წესების დაცვა, ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, რაც ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან წინ გვაქვს ზამთარი, შესაბამისად, მოიმატებს ზამთრის ვირუსიები. დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები, რასაც მუდმივად აღვრიცხვათ ხოლმე, ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ იყო, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა. გარდა რინოვირუსებისა (მსუბუქად მიმდინარე ვირუსები). ფაქტობრივად, ავადობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშან წინ, ოღონდ გაციების მაგივრად, არის კოვიდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა