თეგებით ძიება
30. 10. 2020 News-ები

სექს-მარათონი მთელი თვის დავალებით: პირადი გამოცდილება

ერთი თვის წინ ერთ-ერთ საიტზე გამოცხადდა სექს-ჩელენჯი, რომლის წესები მარტივი იყო: სექსი ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში, თან, კონკრეტული დავალების შესრულებით.

თუკი წინასწარ გაწერილ გეგმაში ერთ-ერთ პარტნიორს რაიმე არ მოსწონს, შეცვლა შესაძლებელია.
გარდა ამისა, ორი დღეა ვეტოსთვის, როდესაც შეგიძლიათ, არ შეასრულოთ დავალება (პარტნიორების შეხედულებისამებრ).


ასევე, ერთთვიან გეგმას აკლდება მივლინებისა და კრიტიკული დღეები, ხოლო სხვა მიზეზით „ჩავარდნები“ უნდა „ანაზღაურდეს“. მაშ ასე, როგორი იყო ეს არცთუ ისე მარტივი ჩელენჯი.


როდესაც ექსპერიმენტის პირობებს გავეცანი, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად კავდებოდნენ სექსით, ვერ წარმომედგინა, რას ვიგრძნობდი. რა თქმა უნდა, სექსი მიყვარს, მაგრამ არც ასეთ დონეზე! და მით უმეტეს არ ვიცოდი, საბოლოოდ რა შედეგამდე მივიდოდი...


რა არის სექს-მარათონის მიზანი? „გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და შეიგრძნო რაღაც ახალი“.


რა თქმა უნდა, მარათონში ღირსეულ გამარჯვებას ჩემი კომფორტის ზონად სულაც არ მივიჩნევდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ყოველდღიური სექსი უფრო დაგვაახლოვებდა და ნაკლებად ზარმაცებს წარმოგვაჩენდა.


ქმარიც, ნუ, მართალია, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე, თუმცა, დათანხმდა სექსუალურ გამოწვევას. ბუნებრივია, მასაც აინტერესებდა საბოლოო შედეგი და მოკლედ, დავიწყეთ.


დღე 1: სექსი ნებისმიერ ადგილას, საწოლის გარდა

ვიფიქრე, გავიღვიძებდით დილის 7 საათზე, ჩვეულ დროზე 20 ძვირფასი წუთით ადრე, იმისთვის, რომ სამსახურში წასვლამდე სექსი მოგვესწრო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორივე საშინლად ზარმაცები ვართ, ამიტომ სწრაფად მოვემსახურე მას სასიამოვნო ორალით და შესრულებული მისიის შეგრძნებით გავეშურეთ აბაზანისკენ. ჩაგვეთვალა!


დღე 2: სცადეთ ახალი პოზა


სამწუხაროდ, სამსახურში პრობლემები შეიქმნა და სამუშაო საათები გვიან დასრულდა. მეორე დღისთვის მოწესრიგება უნდა მომესწრო - რისთვისაც, დაახლოებით ერთი საათი მჭირდება. საღამოს 10 საათზე დივანზე ჩამეძინა. ჩავარდნა!

დღე 3: სექსი დღეში ორჯერ


დავიწყეთ ისე, როგორც პირველ დღეს. დავამატეთ საღამო. კიდევ კარგი კალენდარზე პარასკევი იყო აღნიშნული. მომენტალურად ჩამეძინა. ჩაგვეთვალა!



დღე 4: სექსამდე ეროტიკული ზღაპრების ერთად წაკითხვა


საუზმის შემდეგ საწოლში დავბრუნდით, მაგრამ ვინაიდან ლეპტოპი სამზარეულოში დაგვრჩა და საერთოდაც, არ ვიცოდით, რა უნდა წაგვეკითხა, გადავწყვიტეთ, უბრალოდ გვესაუბრა სექსში საკუთარ მოლოდინებზე. ჩაგვეთვალა!


დღე 5: სექსი საშხაპეში


ჩემი ქმარი მთელი დღით გავიდა სახლიდან. მეც გვიან ავდექი. ამიტომ, მომიწია ამ დავალების დამოუკიდებლად შესრულება. კამპანიისთვის სექს-სათამაშო „ავიყოლიე“ კლიტორის სტიმულაციისთვის. ჩაგვეთვალა!

დღე 6: სექსამდე მთლიანი სხეულის მასაჟი


მიკვირს, საიდან აქვს ხალხს მასაჟის და სამსახურამდე სექსის დრო? მერე მეგობარს შევხვდი, სახლში გვიან დავბრუნდი და წამებში დამეძინა. ჩავარდნა!


დღე 7: სწრაფი სექსი, 10 წუთი და ნაკლები


ქმარმა დილის 4 საათზე გაიღვიძა და მივლინებაში წავიდა. მთელი კვირა არ იქნება. ჩავარდნა!

დღეები 8-13:


სექსი ავტომობილში, სექსი სკამზე ან დივანზე, მგრძნობიარე მასაჟი სექსამდე, მხოლოდ ორალური სექსი, დომინირება, ორგაზმამდე მისვლა შეღწევის გარეშე. ჩავარდნები!

დღე 14: სახლში ახალი ადგილი სექსისთვის


კრიტიკული დღეების მიუხედავად, როგორც იქნა, გამეღვიძა ექსპერიმენტთან მიბრუნების სურვილით. მართალია, ყველაფერი მტკიოდა, თუმცა შეხება ძალიან მსურდა. გამოსავალი ვიპოვეთ და სამსახურებში წასვლამდე შხაპის ქვეშ ხელებით „ვიმუშავეთ“. ჩაგვეთვალა!


დღე 15: თვითდაკმაყოფილება ერთმანეთის თვალწინ


საერთოდ არაფერი მინდოდა, ამიტომ, მხოლოდ ის მოქმედებდა. ჩაგვეთვალა!


დღე 16: კამასუტრა გამოცდილებისთვის


ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა. ვერ დაველოდე. ჩავარდნა!


დღე 17: სექს-სათამაშოები


ცოტა სასაცილოა! საწოლის ქვეშ მთელი ყუთი გვაქვს სავსე სექს-სათამაშოებით. გადავწყვიტეთ, აგვერჩია ის, რომლითაც ძალიან იშვიათად ვსარგებლობთ და ეს აღმოჩნდა პენისზე მოსარგები რგოლი ორი ჩაშენებული ვირბატორით, ზემოთ და ქვემოთ. ქვედამ შესაძლოა, მეც გამახაროს, თუკი ზემოდან ვიქნები. ყველაფერი შესანიშნავად იყო, ხშირად უნდა ვისარგებლოთ. ჩაგვეთვალა!


დღე 18: პორნოს ყურება ერთობლივად


ამას ისედაც ვაკეთებდით, ასე რომ, არანაირი პრობლემა არ გვქონია. შემდეგ, რა თქმა უნდა, სექსი. ჩაგვეთვალა!


დღე 19: სექსი შეღწევის გარეშე

რა სულელური ექსპერიმენტია. სექსი შეღწევის გარეშე ისედაც ხშირად გვაქვს, შეღწევა არ არის მთავარი. დღეს კი ორივეს მოგვინდა კლასიკური სექსი, ამიტომ, წესები შევცვალეთ და ჩაგვეთვალა!


დღე 20: ფანტაზიის გაზიარება ელექტრონული ფოსტით


მივწერე, რომ მსურდა ორალური სექსი და სექს-სათმაშოები. მან მიპასუხა, რომ თანახმაა და სურს, ანალური სექსიც დაამატოს. და აქ კი ყველა ჩემი სურვილი ჩაქრა. იმდენი წელი გავურბოდი ამას. იმედი მქონდა დაივიწყებდა. ასეც გამოვიდა. მხოლოდ ჩემი „ნაწილი“ შევასრულეთ. ჩაგვეთვალა!


დღე 21: სექს-მაღაზიაში ერთობლივად წასვლა


ეს პუნქტი დავაიგნორეთ, რადგან სექს-მაღაზიაში ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ. ამოვიღეთ ჩვენი ჯადოსნური ყუთიდან ბაწარი და სექსი უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ. ჩაგვეთვალა!


დღე 22: კაცმა მიიყვანოს ქალი ორგაზმამდე შეღწევის გარეშე


და მერე სულაც არ მეუხერხულება, ავდგე და გავიდე სამზარეულოში ბუტერბროდისთვის. ჩაგვეთავალა!


დღე 23: სექსი ღამით


მთელი დღის განმავლობაში სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული. ადრე დავიძინე! ჩავარდნა!


დღე 24: სექს-თამაში


არავის სურს დილის 9 საათზე თამაშის დაწყება, ამიტომ, დავკავდით ჩვეულებრივი სექსით პოზების შეცვლით. ძირითადი პირობები ხომ შევასრულეთ?! ამიტომ - ჩაგვეთვალა.


დღე 25: ნელი სექსი


მივლინებაში წავედი. ჩავარდნა!

დღე 26: ის დომინირებს


სახლში გვიან დავბრუნდი, ის კი ავად გადხა. ჩავარდნა!


დღე 27: ვახშამი, ოღონდ არა სახლში, მაგიდის ქვეშ შეხებით


მოულოდნელად ფული შემოგველია, ამიტომ სახლში ვივახშმეთ. შეხება სამზარეულოს მაგიდის ქვეშ არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ სამაგიეროდ სექსი იყო შესანიშნავი. ჩაგვეთვალა!


დღე 28: მრავალჯერადი ორგაზმი

თეატრში ვიყავი, ქმარს ავადმყოფობა გაურთულდა. ჩავარდნა!


დღე 29: გადააგდეთ მონეტა და შეარჩიეთ დომინანტი


სამწუხაროდ, ჩავარდნა!

დღე 30: მთელი ღამის გათენება


გადავწყვიტე და გავუზიარე კიდეც ქმარს, რომ რადგან მოცემული პირობების უმეტესობა დავარღვიეთ, აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა თუნდაც ბოლო წესი! თუმცა, ჩემი სიტყვების გაგონებაზე იმდენად უბედური ჩანდა... მოკლედ, ჩავარდნა!


და რა ვისწავლეთ?


ალბათ, უნდა მრცხვენოდეს, რომ ტანჯვით გავიარეთ 30-დან 14 დღე, მაგრამ მგონია, რომ ასეთი არცთუ ისე მარტივი ექსპერიმენტის შესრულება ჩვენს დროში საერთოდ არ შეიძლება!


სამსახური, მეგობრები, სტრესი, დაავადება, მივლინება, შვილები და შინაური ცხოველები... და ყოველ ჯერზე ნამდვილად არასასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ კვლავ ვერ შევძელით.
თანაც, ყველა დავალება ერთნაირად სასიამოვნო არ იყო.


ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარგი საშუალებაა პარტნიორთან სიახლოვისთვის და იმაზე საფიქრელად, თუ რა შეიძლება შეიტანო სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნებისთვის. თუნდაც, მაშინ, თუკი სექსი ყოველდღე არ გვაქვს.



წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა