ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების - როგორ შევქმნათ ბედნიერი ურთიერთობა
ქალბატონებო, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, ისწავლეთ თავისუფალი სიყვარული, ყოველვარი მიჯაჭვულობისა და პარტნიორის დაკარგვის შიშის გარეშე და ამით თქვენ მიმართ ინტერესესს კიდევ უფრო გაზრდით.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე მკითხველს ქალისა და მამაკაცის ჰარმონიულ ურთიერთობაზე საინტერესო რჩევებს სთავაზობს.
ქალის მიმზიდველობას საოცარი ძალა გააჩნია, რადგან მას შეუძლია შექმნას ზუსტად ისეთი ურთიერთობა, როგორიც მას სურს, მაგრამ ამისათვის, ზუსტად უნდა იცოდეს როგორი ურთიერთობა უნდა, დეტალურად უნდა გაიაზროს სინამდვილეში რა და როგორ სურს.
რადგან თუ ქალმა არ იცის როგორ ააწყოს, რა ფერები შემატოს ურთიერთობას და ამ ყოველივეს მამაკაცს მიანდობს, იმედგაცრუებული დარჩება.
ქალის მხრიდან გაჩნდება მოლოდინები, რომელსაც თავის გონებაში ააგებს, თუმცა ამ დროს პარტნიორს თავად უჩნდება ქალის მიმართ საკუთარი მოლოდინები.
ურთიერთობაში ხშირად ჰგონიათ, რომ მათი გულში ნაფიქრი მოლოდინები უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ და შესაბამის ქმედებებსაც და ნაბიჯებსაც ელიან ერთმანეთისგან, მაგრამ იმისათვის, რომ უსიტყვოდ ამართლებდნენ ერთმანეთის მოლოდინებს, ეს ურთიერთობაზე დიდი მუშაობის შედეგია.
როდესაც ქალმა ზუსტად იცის სასურველი მოვლენების ფორმულირება, პარტნიორი ინფორმაციულად იღებს ამ გზავნილს და სურვილებს უსრულებს საყვარელ ადამიანს.
რა თქმა უნდა, მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის მრავალი სცენარი არსებობს და ეს სცენარები ფორმულირდება მშობლების მხრიდან, თუ როგორი ურთიერთობა იყო მამასა და დედას შორის.
პირველ რიგში, ბედნიერი ურთიერთობის შექმნა რომ შეძლოს, ქალმა თვითონ უნდა გააცნობიეროს, გაიაზროს თუ რას ნიშნავს მისთვის "ბედნიერი ურთიერთობა“, რადგან ხშირად საკუთარი ბედნიერების შექმნაში ქალს ხელს უშლის.
• სიყვარულზე შემზღუდველი რწუმნებულებები;
• მამაკაცზე ნეგატიური შეხედულებები, რომელიც ქალში ვლინდება მიჯაჭვულობით.
მიჯაჭვულობაში იგულისხმება, პარტნიორის დაკარგვის შიში, ეჭვები და ასე შემდეგ... მამაკაცი ქალის სარკეა, დააკვირდით რა ემოციებს და კომპლექსებს განახებთ იგი საკუთარ ანარეკლში, რადგან ემოციანალური ინტელექტი სიყვარულში ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ნეგატიური ემოციები ანგრევს ურთიერთობებს.
იმისათვის, რომ ქალმა ბედნიერი ურთიერთობა შექმნას, პირველ რიგში უნდა ისწავლოს თავისუფალი სიყვარული, ყოველვარი მიჯაჭვულობისა და პარტნიორის დაკარგვის შიშის გარეშე. როდესაც ქალი იწყებს პარტნიორზე ან ურთიერთობებზე მიჯაჭვას, კარგავს საკუთარ თავს, მისი ფიქრები გამუდმებით პარტნიორთან არის, ამ დროს კი ხშირად მამაკაცი დისტანცირდება. რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს მამაკაცი აგრძნობინებს გიყვარდეს და გჯეროდეს საკუთარი თავის იმ დონეზე, დაიტოვო დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის, რადგან სადაც ქალის ფიქრებია, მისი ენერგიაც იქ არის, მამაკაცი კი ბუნებით "მონადირეა“, მას უყვარს ქალის ენერგიის და ყურადღების "მონადირება“.
ისწავლეთ თქვენი ენერგიის დაბალანსება და განაწილება საკუთარ თავზე, ოჯახზე – საყვარელ ადამიანზე, სამსახურზე, ჰობიზე, სილამაზეზე და ა.შ. ამით ისწავლით საყვარელ მამაკაცს თავისუფლება მისცეთ და თქვენც მის თვალში თავდაჯერებული ქალის იმიჯს დატოვებთ და იგი აუცილებლად შეეცდება თქვენი ყურადღება, ენერგია დაიმსახუროს, რადგან მასში ინტერესესს კიდევ უფრო გაზრდით.