თეგებით ძიება

რამდენი მლნ ლარი დახარჯა მთავრობამ საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე?

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, კარანტინის ზონების მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 თვის განმავლობაში 64.3 მილიონი ლარი დახარჯა.

დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში სხვადასხვა სასტუმროსთან კარანტინის შესახებ 487 სხვადასხვა ხელშეკრულება გაფორმდა, სავალდებულო კარანტინში კი ჯამურად 84 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

"სსიპ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული არეებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის (83 831 მოქალაქე 10 მარტიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით) სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში ამ მიზნით გაფორმებულ იქნა 487 ხელშეკრულება 64.3 მლნ ლარის ფარგლებში,"- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა 8-დღემდე შემცირდა. ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2 446 ადამიანი იმყოფება.

წყარო: https://bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა