თეგებით ძიება

სესხებისა და ვალდებულებების გამკაცრების რეგულაციის ამოქმედება 2022 წლამდე გადავადდა

კომერციული ბანკების მიერ ერთ ჯგუფზე გასაცემი მაქსიმალური სესხებისა და ვალდებულებების გამკაცრების რეგულაციის ამოქმედება 2022 წლამდე გადავადდა.

ცვლილება, რომელსაც კომერციული ბანკების მსხვილი რისკების განახლებული დებულება ითვალისწინებს კომერციული ბანკების მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე და დაკავშირებულ მხარეებზე გასაცემი სესხებისა თუ სხვა ვალდებულებების ლიმიტის ახლებურად გაანგარიშებას გულისხმობს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, აქამდე აღნიშნული ლიმიტი იანგარიშებოდა ბანკის საზედამხედველო კაპიტალზე, ხოლო 2019 წლის ცვლილებების შემდეგ - პირველად კაპიტალზე. პრაქტიკაში კი, ეს გულისხმობს ბანკის მიერ ერთ ჯგუფზე გასაცემი მაქსიმალური სესხებისა და ვალდებულებების გამკაცრებას.

ცვლილებები ძალაში შედიოდა 2020 წლის პირველი ივნისიდან. მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საზედამხედველო გეგმის მიზანი იყო, სტრესულ პერიოდში ბანკებისათვის მოთხოვნების შემსუბუქება, იმგვარად, რომ არ შეწყვეტილიყო რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.


Commersant.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა