თეგებით ძიება
10. 11. 2020 სპორტი

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის ქალაქ პორეცში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.



100 კგ-მდე ონისე სანებლიძემ ნიდერლანდელი რაიმონ დე ვოსის და პოლონელი მატეუშ ბოლიმოვსკის ძლევის შემდეგ ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა უნგრელ ჟსომბორ ვეგთან.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ონისე სანებლიძემ დანიელი მათიას მედსენი დაამარცხა.

ამრიგად, 6 წონით კატეგორიაში დასრულებული შეჯიბრების შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია.


Ipress.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა