თეგებით ძიება

რას გვიამბობს სახის ფორმა და თვალების ფერი ადამიანის ხასიათის შესახებ?

მეცნიერება, სახელად ფიზიოგნომიკა ამტკიცებს, რომ სახის მოყვანილობა და ნაკვთები ადამიანის ხასიათის თავისებურებებზე მეტყველებს. რომ ადამიანის გარეგნული ნიშნების მიხედვით შესაძლებელია მისი შინაგანი სამყაროს გაგება.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ადამიანების თვისებებზე იმსჯელოთ. სახის ფორმას შეუძლია ბევრი რამ თქვას თქვენი ადამიანის ან ცხოვრების წესის შესახებ. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ფორმა ვერ იტყვის, რომ თქვენ ბოროტის ან სიკეთის განსახიერება ხართ, მაგრამ შეიძლება თქვას ხასიათის რა თვისებებია თქვენთვის დამახასიათებელი.

ფიზიოგნომიკის საკითხებზე მომუშავე ცნობილმა ექსპერტმა ჟან ჰანერმა წიგნიც კი გამოსცა, რომელსაც სახელად „შენი სახის სიბრძნე" უწოდა. მან დაწვრილებით აღწერა, როგორ შეიძლება სახის ფორმით ადამიანის ხასიათის ამოცნობა.

ოვალური
სახის ასეთი ფორმა ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ, როგორებიც არიან ოლივია მანი, ბიონსე და ჯესიკა ალბა. ასეთი ფორმების მფლობელები კომუნიკაბელური და მეგობრული არიან და კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. მათ საზოგადოებაში ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ ყოველთვის აღელვებთ რას ფიქრობენ ადამიანები მათ შესახებ.

რას გვიამბობს სახის ფორმა და თვალების ფერი ადამიანის ხასიათის შესახებ?


მსხლის ფორმის
ფართო ყბის ხაზები, ვიწრო ნიკაპი და ოდნავ ვიწრო შუბლი - ეს მსხლის ფორმაა. ასეთი ფორმის სახე უფროსობის მოყვარულ ადამიანებს აქვთ. თუკი მოისურვებენ, შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გაათავისუფლონ სულ ერთია, საიდან. „მსხლების“ პოზიტიური თვისებებია - წვრილმანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და წარმატების მიღწევის უნარი ცხოვრების ყველა სფეროში.



გულის ფორმის
ეს ძლიერი ადამიანების სახის ფორმაა, რომლებსაც შესანიშნავი ინტუიცია აქვთ. ისინი უჩვეულო ენერგიას ფლობენ ხშირად, ინტუიცია რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში ეხმარებათ.



მრგვალი
ამ ფორმის სახეს ხშირად მთვარეს ან ბავშვის სახეს ადარებენ. ერთი მხრივ, ამ ფორმის მფლობელები კეთილი და გულუხვი ადამიანები არიან, მაგრამ მეორე მხრივ, საეჭვო ადამიანები. მრგვალი ფორმის სახის მქონე ადამიანები გამოირჩევიან ეშმაკობით და ცხოვრებისეული სიამოვნებებისა და მრავალფეროვნების მოყვარულები არიან.



კვადრატული
ადამიანი, რომლის სახის მოყვანილობა კვადრატული ფორმისაა, შეუპოვარი და ჯიუტია. ის არაა რომანტიკული და პოეტური, სამაგიეროდ, ფეხზე მყარად დგას. ასეთი ადამიანები ძალიან ამბიციურები არიან და ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ. მათ უყვართ შეჯიბრი და რა თქმა უნდა, გამარჯვება.



მართკუთხა
მართკუთა სახე და მაღალი შუბლი არისტოკრატიულობის ნიშანია. ასეთი მოყვანილობის სახის მქონე ადამიანები, როგორც წესი, შრომისმოყვარენი და ამბიციურები არიან. მათთვის პატივი და მოვალეობა ძალიან მნიშვნელოვანი მცნებებია. ასეთ ადამიანებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ლოგიკა. მათ უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და შეუძლიათ საკუთარი ემოციების დამალვა.



გარდა ამისა, არსებობს სხვა დამახასიათებელი ნიშნებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ ადამიანის ხასიათებს.

ადამიანები ნიკაპზე მკაფიოდ გამოხატული ღრმულით უპირატესობას ანიჭებენ სასიყვარულო ურთიერთობაში მრავალფეროვნებას.

წინ გამოწეული ნიკაპი მამაკაცურობისა და მყარი ხასიათის დამახასიათებელი ნიშანია, ხოლო შიგნით შეწეული ნიკაპი სუსტი ნებისყოფასა და ხასიათის სირბილეზე მეტყველებს.

აპრეხილი ცხვირი - ცნობისმოყვარეობის მიმანიშნებელია.

თუ ცხვირის წვერი ჩამოგრძელებულია, თითქოს ის ტუჩისკენაა დახრილი, იმაზე მეტყველებს, რომ მისი პატრონი ეჭვიანი, სხვისი აზრების ადვილად გამომცნობია.

ფართო თვალის ჭრილის მქონე ადამიანები ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად, ისინი გამოირჩევიან ცოცხალი ემოციებით, რასაც ვერ ვიტყვით ვიწრო თვალის ჭრილის მქონე ადამიანებზე.

შეშუპებული თვალის უპეები თირკმელების პრობლემებზე და ამ ადამიანის სუსტ ხასიათზე მეტყველებს.

ყავისფერი თვალების მქონე ადამიანი თბილი, მოსიყვარულე და მეოჯახეა. თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანი - ეჭვიანი, გონებამახვილი და ლოგიკურად მოაზროვნე. ცისფერი თვალები მეოცნებე, ქარაფშუტა და ალერსიან ადამიანებს აქვთ, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა და ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული ნიჭი ახასითებთ. მწვანეთვალება ადამიანები ნიჭიერები და მისტიკისკენ მიდრეკილნი არიან. შავთვალება ადამიანები უმეტესად გაუბედავები და მშიშარები არიან.

დიდ პირიანი ადამიანები შფოთიანები, მოლაყბეები და მოხერხებულები არიან. ზომიერი პირი კი გაწონასწორებულ და მშვიდ ხასიათზე მიანიშნებს.
სქელი ქვედა ტუჩი ადამიანის უგულისყურო და უყურადღებო ხასიათზე მეტყველებს. ვიწრო ტუჩემი ხასიათის სიმკაცრის მიმანიშნებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა