გენეტიკურია თუ უბრალოდ მექალთანეა? 7 მთავარი მიზეზი - რატომ ღალატობენ მამაკაცები
„ჩვენ ასეთები, პოლიგამიურები ვიბადებით“ - ერთხმად ამბობენ ღალატში შემჩნეული მამაკაცები. ყველაფერს თანდაყოლილ ბუნებას აბრალებენ და სტატისტას იშველიებენ, რომლის თანახმად, მამაკაცების 80% ღალატობს.
ასეთი პარტნიორები როგორც წესი, ერთ ღალატზე არ ჩერდებიან და „მარცხნივ სიარულს“ აგრძელებენ. ვცადოთ გავიგოთ, რატომ აკეთებენ ამას.
გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!
ნორმალური ურთიერთობების დამყარებას მუშაობა ჭირდება, რაც ბევრს არ ხიბლავს. პრობლემები, კონფლიქტები, წყენები გროვდება და უზარმაზარ ლოდად იქცევა, რომელიც სადაცაა გაგსრესს და ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი გადაწყვეტს: ”გაიქეცი! გაიქეცი! გაიქეცი! სადაც ვერავინ გიპოვის ”.
თითქოს ყველაფერი ნათელია: პრობლემებში ჩაღრმავება, მათი გადაჭრა და პასუხისმგებლობის აღება რთულია, ხოლო სიმართლისა და საკუთარი თავისგან გაქცევა ადვილი. რა თქმა უნდა, ახალ ურთიერთობებში ძველი სცენარი მეორდება და ერთხელ გაქცეული მეორედაც გაიქცევა. ასეთია მოკლე დისტანციაზე მორბენალთა ბედი.
რა მოწყენილობაა
სანამ თქვენი ნავი სიყვარულის ტალღებზე ირწევა, ერთ-ერთ ნიჩბოსანს შეიძლება ზღვის ავადმყოფობა დაეწყოს: ის ერთი და იმავე წყლის დანახვაზე ავადდება და ქორწინება მწუხარე და ერთფეროვან საქმიანობად ეჩვენება, სადაც არავინ აფასებს. სად უნდა ნახოს ნუგეში თუ „ოქროს თევზის“ მკლავებში არა? ის ხომ ისეთი ახალი და საინტერესოა და გამუდმებით ჩასჩურჩულებს: დარჩი ჩემთან და გახდი ჩემი მეფე! და მასაც უხარია.
უბრალოდ, მექალთანეა
ეს დიაგნოზია, რომელიც არ იკურნება! მექალთანე ყოველთვის თვალით ეძებს ახალ ვნებას, ეცნობა ინტერნეტში, კომპლიმენტებით ავსებს ლიფტში მყოფ, უცნობ ლამაზმანს და ტელეფონის ნომერს თხოვს. შეეგუეთ, რომ ასეთი კაცები არსებობენ. ისინი გამუდმებით და სიამოვნებით ღალატობენ და პერიოდულად, ყოფილებს თავს ახსენებენ, რომ განწყობა გადაამოწმონ.
არ უყვარხართ
აქ უკვე საქმე სასაცილოდ აღარ არის. თუ ყველაფერი სერიოზულადაა და მამაკაცი ამის შესახებ გამცნობთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უნდა შეეგუოთ. სამწუხაროდ, მარადიული სიყვარულის გარანტია არ არსებობს. თქვენ ერთად შესანიშნავი წლები გაატარეთ, მაგრამ ეს დასრულდა. ახლა მთავარია, ერთმანეთთან გულწრფელები იყოთ და ნერვები არ დააგლიჯოთ. თქვენ ახალი სიყვარულის შანსი მოგცეს და ის უნდა გამოიყენოთ!
იქნებ გენეტიკურია?
თუ აქამდე არ იცოდით, ახლა გახსოვდეთ, რომ ღალატი მემკვიდრეობით გადაეცემა! კარგი იქნება თუ ქალები შევიკრიბებით და გენეტიკოსებს მოვთხოვთ სწრაფად იპოვონ ეს „მოღალატე" ქრომოსომა და დაამუშაონ. მანამდე კი კარგად დააკვირდით: თუ თქვენი მამამთილი „მარცხნივ“ გადახვევის მოყვარულია, შვილი, სავარაუდოდ, მის კვალს გაჰყვება. მის თავში უკვე ჩამოყალიბებდა მკაფიო პროექცია, რომ ღალატი ნორმაა. მართალია, ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ვაჟები მექალთანე მამების ანტიპოდები გახდნენ და მთელი ცხოვრება ერთადერთ ქალთან გაატარეს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია.
სიმთვრალით მოუვიდა
რაღა დავამატოთ? გაიხსენეთ მხიარული კორპორატიული წვეულებები ან უზარმაზარ კომპანიასთან ერთად გატარებული ახალი წელი, რაც ხშირად ოჯახური სკანდალით მთავრდება. აქ მთავარია თქვენი პოზიცია - ბევრი არ თვლის შემთხვევით სექსს განშორების მიზეზად, ბევრი პირიქით, დარწმუნებულია, რომ სიმთვრალეში ადამიანი აკეთებს იმას, რაზეც სიფხიზლეში ოცნებობს. ასე რომ - ბოდიში და ნახვამდის, ჩემოდანი კართანაა.
თავისუფალი ვარ!
მას განქორწინება სურს, მაგრამ თქვენ არ თანხმდებით.. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გიყვართ ან უბრალოდ, ყველაფერი მას უკავშირდება და წარმოდგენა არ გაქვთ, მის გარეშე როგორ იცხოვროთ. მამაკაცმა ვა-ბანკზე წასვლა არჩია. საყვარელი გაიჩინა და ამას აღარც მალავს. აშკარა ღალატით ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ გრძნობები გაქრა და განქორწინება ამ სიტუაციიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.