მშობლებო, ეს თქვენ გეხებათ! შვილებს ჩვენთან რაღაც აქვთ სათქმელი!
ძვირფასო მშობლებო, განსაკუთრებით კი დაკავებულო, საქმიანო მშობლებო, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
სამწუხარო რეალობაა, თუმცა 21-ე საუკუნეში ურთიერთობების დეფიციტია...
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას მშობლებისა და შვილებისს ურთიერთობაზე...
ასევე, სპეციალურად თქვენთვის, იქნება სამოტივაციო ვიდეო ბლოგები, რაც დაგეხმარებათ პირადი თუ საქმიანი ცხოვრების ნიშნულის აწევაში.
ლუკა 8 წლის
ყველაზე მეტად მინდოდა,რომ მამა ყოფილიყო სტადიონზე და ჩემი პირველი გატანილი გოლი ენახა... გამეგო როგორ ყვიროდა სიხარულით ჩემს სახელს, მომხვეოდა და დამენახა როგრი ამაყი იყო ჩემით... მამას სამსახურში თათბირი დაუნიშნეს, რომელმაც დიდხანს გასტანა... გვიან ღამემდე... ჰო არც გიოს მამა მოსულა... დაავიწყდა რომ თამაში ქონდა....
თინა 14 წლის
ყოველდღე სკოლიდან დაბრუნებისას ვაწყობდი სიტყვებს, აზრებს, განცდებს როგორ გამეზიარებინა დედისთვის ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ...
მეკითხა თუ რას ფიქრობდა იგი?! მინდოდა დამენახა მის სახეზე ემოცია, მომესმინა რჩევა... უბრალოდ მინდოდა დედისთვის მეთქვა ჩემს განცდებზე...
იმ დღეს დედას არ ეცალა, მამას სტუმრები ყავდა და მათ უმასპინძლდებოდა, მერე დამეძინა...
მეორე დღეს უფრო მოვიკრიბე გამბედაობა და დედას ვუთხარი, რომ მასთან საუბარი მინდოდა...
მითხრა, რომ მეზობელ სოფიოს მისი დახმარება სჭირდებოდა და იქ უნდა წასულიყო საჩქაროდ, რომ საღამოს ვისაუბრებდით...
დედა გვიან დაბრუნდა....
დღე მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეთორმეტე....დედა პროდუქტების საყიდლად წავიდა, შემდეგ ზამთვრისთვის კომპოტების ბანკების მოხუფვა დაიწყო,,,
ისე დაიღალა, რომ მითხრა შემდეგ წყნარად ვისაუბროთო...
დღე 27-ე დედას პროექტზე მუშაობა შესთავაზეს, გახარებული იყო...
ამით ჩემი სასწავლო საგნების წრის გადასახადს გადაიხდიდა, დასავენებლადაც წაგვიყვანდა, ახალ სამოსსაც გვიყიდაა, უბრალოდ არაფრისთვის ეცალა, არც სასაუბროდ, რადგან მთელი მისი ყურადღებით ამ "მნიშვნელოვან" პროექტში იყო ჩართული...
ჰო მამას სტუმრები ქუჩაში შემხვდნენ, აი ისინი დედამ მათ გამო, რომ ვერ მოიცალა პირველად სასაუბროდ...
სალამი ვუთხარი, ვერც გაიგეს და ვერც კი მიცნეს, უბრალოდ გვერდი ამიარეს...
მეზობელი სოფიოც მშვიდად არის, დედა დაეხმარა ოჯახთან რთული ურთიერთობების მოგვარებაში...
კომპოტების ბანკებით სავსეა სარდაფი... არცერთხელ გამისინჯავს...
დასავენებლად წავედით, ბევრი სამოსიც მიყიდა დედამ...
ჰო პროექტის კარგი გასამრჯელოს შემდეგ ინგლისურის გარდა ფრანგულზეც შემიყვანა დედამ...
უბრალოდ ჩვენ არ გვისაუბრია... ყველაფრის დრო იყო, გარდა იმისა რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა...
შემდეგ გაახსენდა დედას რომ სასაუბრო გვქონდა... აღარაფერი მითქვამს... მოსაყოლიც უკვე აღარაფერი იყო....
პ.ს ეს ისტორიები ჩემი გამოგონილია, თუმცა ამ რეალობაში ბევრ ბავშვს და მოზარდს უწევს ცხოვრება...
ვესაუბროთ, "არ დავშორდეთ" მშობლებო შვილებს!
დავალება: გაიხსენეთ თქვენთვის:
ბოლოს როდის და რამდენი დრო დაუთმეთ თქვენს შვილებთან ურთიერთობას?!
აქ იგულისხმება ერთად როდის ისეირნეთ, უყურეთ ფილმს, იცინეთ, დაკავდით სახალისო აქტივობებით, თუნდაც როდესაც ნახატი მოგიტანათ, გაიხსენეთ როგორ შეაფასეთ იგი, უბრალოდ გადახედეთ და შეაქეთ თუ მართლა „ჩაიხედეთ შიგნით?!“ როდის ისაუბრეთ (განსჯების და მითითებების გარეშე)
დღეს მოუსმინეთ?!