ფრთხილად დრაკონის დედასთან - 3 რამ, რაც არასოდეს უნდა უთხრათ დედამთილს
თუ აქამდე არ იცოდით, ახლა გაითვალისწინეთ, რომ დედამთილი არის იდეალური ვაჟის დედა, რომელსაც მეუღლის შერჩევაში საშინლად არ გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, ასე ბევრი დედამთილი ფიქრობს!
ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა ავაწყოთ ურთიერთობა ასეთ ადამიანთან. უპირველეს ყოვლისა, ყოველი სიტყვა უნდა აკონტროლოთ, რადგან შემთხვევით ნათქვამმა შეიძლება ფრონტის ხაზზე გაგიყვანოთ. ოცნების კაცისა და იდეალური დედამთილის ერთად მიღება უიშვიათესი გამართლებაა. არც თუ იშვიათად, ქმრის დედა რძლის ფარული (და ზოგჯერ ღიად) მტერი ხდება და ამის მიზეზი სწორედ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებია.
მოდი ვნახოთ, რამ შეიძლება დედამთილის რისხვა გამოიწვიოს:
1. ნუ ერევი ჩვენი ოჯახის საქმეში
არავის მოწონს დედამთილის რჩევების მოსმენა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იცხოვროს, როგორ გამოკვებოს ქმარი და რა ჩააცვას ბავშვებს. „მოხერხებული“ დედამთილი კრიტიკის მიზეზს ყოველთვის იპოვის - ან წვნიანია უგემური, ან ბავშვები ცუდად იქცევიან, ან რძალი ბევრ ფულს ხარჯავს სისულელეებში. რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, მაგრამ ყველაზე უარესი რეაქცია პროტესტია.საკმარისია თქვათ „თქვენი საქმე არაა” და ამის გამო მთელი ცხოვრება ბოდიშის მოხდა და საყვედურების მოსმენა მოგიწევთ თუ რა არაკეთილსინდისიერი ქალი ხართ. გახსოვდეთ - საუკეთესო ტაქტიკა მეგობრული იგნორირებაა!
დედამთილის ყველა ნეგატიურ შენიშვნას უპასუხეთ: „ოჰ,მეჩვენება, რომ ცუდი არ არის” ან „ასე ფიქრობთ?“, „მადლობა რჩევისთვის, ვიფიქრებ ამაზე! " ასე ჩხუბსაც თავიდან აიცილებთ, ნერვებიც არ დაგიზიანდებათ და ქმრის დედასაც არ გაანაწყნებთ. ეცადეთ თქვენს ცხოვრებაში დედამთილის აქტიური მონაწილეობის ილუზია შექმნათ - მიანდეთ ისეთი რამის გაკეთება, რაც თავად გძულთ. მაგალითად, ნამცხვრის ცხობა ან კონსერვების მოხუფვა. იქნებ შვილიშვილებთან ერთად საშინაო დავალების შესრულება სიამოვნებს? რატომაც არა.
2. თქვენ საშინელი შვილი აღზარდეთ
ამ ფრაზაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს! ამის თქმით მთელ თქვენს ურთიერთობას ატომური ბომბის ქვეშ დებთ! ამის შემდეგ არც ბოდიში გიშველით, არც ხუთი შვილიშვილის დაბადება და არც თურქეთში დასვენების საგზურის ჩუქება - ეს ქალი შეგიძულებთ. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ დედას უყვარს თავისი შვილი და არ სურს დაიჯეროს, რომ ის იდეალური არ არის. იმის ნაცვლად, რომ ქმრის უარყოფით თვისებებში დედამისი დაადანაშაულოთ, სჯობს მისი მოკავშირე გახდეთ. ქმარს პირდაპირ ნუ გალანძღავთ, არამედ დედამთილთან მხარდაჭერისთვის მიდით და ქმრის საქციელი ისე წარმოაჩინეთ, რომ თავად დაგთანხმდეთ. გახსოვდეთ, ჭკვიანი ცოლები ქმრებზე გავლენას დედამთილების დახმარებით ახდენენ და არასოდეს თხოვენ ქმარს, რომ დედამთილზე გავლენა მოახდინოს.
3. ჩემგან დავალებული ხართ
დავუშვათ, თქვენ გადაარჩინეთ ქმარი ისეთი საშინლებისგან, როგორიცაა სულელი პირველი ცოლი, ბანკის ვალი ან სიმსუქნე. დავუშვათ, დედამთილი სიღარიბისგან და მარტოობისგან იხსენით, როდესაც საცხოვრებლად თქვენს სახლში გადაიყვანეთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ დედამთილი ყველაფერს თქვენი პოზიციიდან შეაფასებს. ამისთვის მას თავისი პოზიციები გააჩნია. ასე, რომ ვის ვისი ვალი აქვს, კიდევ საკითხავია.