თეგებით ძიება
12. 11. 2020 მსოფლიო

გინესის რეკორდი- 6 წლის ბავშვი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული პროგრამისტი გახდა

ინდოეთში 6 წლის ბიჭმა კომპიუტერულ პროგრამირებაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა- მან ოფიციალურად პროგრამისტის დამადასტურებელი საბუთი მოიპოვა და ამ დროისთვის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტად მოიხსენიებენ.

6 წლის არამ ომ ტალსანიამ ჩააბარა MICROSOFT-ის სასერთიფიკაციო გამოცდა PYTHON-ის პროგრამირების ენაზე PEARSON VUE-ს ტესტირების ცენტრში. გინესშიც დაადასტურეს, რომ ბიჭი ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტად ითვლება მსოფლიოში.

„მამამ მასწავლა პროგრამირება. მე დავიწყე პლანშეტების გამოყენება 2 წლის ასაკში, ხოლო 3 წლის როცა ვიყავი უკვე მქონა IOS-სა და WINDOWS-ზე მომუშავე გაჯეტები. მოგვიანებით გავიგე, რომ მამაჩემი პითონის პროგრამაზე მუშაობდა. როდესაც მივიღე პითონის სერთიფიკატი, მე შევქმენი პატარა მოცულობის ვიდეოთამაშები. გარკვეული დროის შემდეგ მთხოვეს მეჩვენებინა დამადასტურებული მტკიცებულება ჩემი მუშაობის. რამდენიმე თვის შემდეგ დაადასტურეს ჩემი მუშაობა ამ მიმართულებით და მომანიჭეს გინესის მსოფლიო სერტიფიკატი, რომელიც ჩემს შემთხვევაში პროგრამირებაზე გაიცა“ - განაცხადა 6 წლის ინდოელმა პროგრამისტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა