თეგებით ძიება

რომელი პროდუქტების ჭამაა რეკომენდირებული ძილის წინ?!

ამერიკელი ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებას არ გვირჩევენ. ისინი ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომელთა მიღება გვიან ვახშამზეც კი არ ვნებს ჯანმრთელობას, მეტიც, წონის კლების პროცესებს რთავს ორგანიზმში.

სპეციალიტების განმარტებით - 30 გრამი ცილა დაძინებამდე 30 წუთით ადრე გახდომის პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო, რომელიც ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს გულისა და სიხლძარღვების მდგომარეობას. ასევე სასარგებლოა ნიგვზის ჭამა, რადგან ის მდიდარია მაგნიუმით, სელენითა და E ვიტამინით.

ცილებისა და D ვიტამინის შემცველობის გამო ძილის წინ სასარგებლოა მოცარელას ჭამაც. ის აუმჯობესებს ძილის პროცესს და აძლიერებს იმუნიტეტს. ყველის ამ სახეობით დღის დაწყებასაც გვირჩევენ სპეციალისტები.

თურმე, აღნაგობას არ ვნებს და შესაბამისად, ძილის წინ შეიძლება ტოფუ–ყველის ჭამაც. ის მდიდარია კალციუმითა და რკინით.
ასე რომ, ცარიელი კუჭით დაწოლა და ტანჯვა, სულაც არ არის საჭირო! თამამად მიირთვით რეკომენდებული პროდუქტები ძილის წინ და ტკბილად დაიძინეთ!


Mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა