თეგებით ძიება
12. 11. 2020 სპორტი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგებლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა,



მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.


საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი,ნესტოროვსკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა