თეგებით ძიება
12. 11. 2020 სპორტი

ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 1994 წელს გამართა. მას მერე ევროპის ჩემპიონატის ექვსმა შესარჩევმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ ჩვენი გუნდი ევროპაზე ერთხელაც ვერ გავიდა.

ყველაზე ახლოს მიზანთან 2020 წელს აღმოვჩნდით. ერთა ლიგის D ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, ნახევარფინალში ბელარუსი დავამარცხეთ და 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიას შევხვდით.

ძალიან ჩაკეტილ მატჩში, ცხადი იყო, რომ შეხვედრის ბედი ერთი დარტყმით უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელმა გორან პანდევმა 56-ე წუთზე კარგი კომბინაცია გოლად აქცია, მაკედონიამ 1:0 გაიმარჯვა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ევროპაზე ოცნება მომავლისთვის გადადო.


1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა