თეგებით ძიება
12. 11. 2020 სპორტი

იტირეთ ბიჭებო! იტირეთ! - თქვენ თქვენსა და ჩვენ საფეხბურთო ოცნებებს მიწა მიაყარეთ!

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:1 დასრულდა.

როცა ამ ტექსტს ვწერ ხელი მიკანკალებს, ბოდიშს გიხდით... ყველა იმედი წაგვართვეს... ერთი ნაბიჯი იყო ოცნების ასრულებამდე... მაგრამ მეორე ნაბიჯში ქართულ ფეხბურთს და ქართველ გულშემატკივრებს ჩვენი იმედიანად, მიწა მოგვაყარეს...

მატჩის დასაწყისში ბურთს უფრო საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში სანახაობრივი არ გახლდათ. რამდენჯერმე შევეცადეთ პირველ ტაიმში რაიმე შეგვეცვალა, მაგრამ ვერ შევძელით და 0:0 დავასრულეთ.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აღარ არსებობდა, სრული ქაოსი იყო, სრული კატასტროფა... მითუმეტეს მაშინ, როცა 56-ე წუთზე მაკედონიელთა ლეგენდამ გორან პანდევმა ამ შეხვედრაში დასვა წერტილი.

და ამ წერტილის შემდეგ არ მინდა დავწერო არაფერი, რაც დასაწერია სკოპიეში დაწერენ, ჩვენ არაფერი უნდა ვწეროთ, არ ვიქნებით მართლები რამე რომ ვწეროთ....

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: პანდევი 56\'

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი

pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა