თეგებით ძიება
12. 11. 2020 სპორტი

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტს ტოვებს

ვლადიმირ ვაისი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

ამის შესახებ სლოვაკმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან უეფას ერთა ლიგის ფინალში მარცხის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაისის თქმით, ის უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დარჩენილ ორ მატჩში, ის გაიყვანს გუნდს, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციას ახალი მთავარი მწვრნელის მოძებნა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებმა დღეს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული დაპირისპირება დათმო, რომლის მოგების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა.

ვლადიმირ ვაისი ეროვნულ გუნდში 5 წელია მუშაობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა