თეგებით ძიება
15. 11. 2020 სპორტი

კონსტანტინე მარადიშვილი თვის საუკეთესო მოთამაშეა

კონსტანტინე მარადიშვილი მოსკოვის ცსკა-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაციას რუსული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

თვის საუკეთესო მოთამაშეს, ტრადიციულად, გულშემატკივრები ავლენენ. ცსკა-ს გულშემატკივრების კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, წარმოშობით ქართველ ნახევარმცველს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 18 პროცენტმა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა. სულ კენჭისყრაში 13,447 ადამიანი მონაწილეობდა.

კონსტანტინე მარადიშვილი მონაწილეობდა გუნდის მიერ ოქტომბერში გამრთულ ხუთივე შეხვედრაში და საუკეთესოდ აღიარეს ეკატერინბურგის „ურალთან“ მატჩში, რომელშიც მან ცსკა-ს სახელით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა