თეგებით ძიება
16. 11. 2020 მსოფლიო

დონალდ ტრამპი: "არჩევნებში მე გავიმარჯვე"

არჩევნებში წაგებას, მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი არ ეთნხმება და აცხადებს, რომ გამარჯვება სწორედ მას ეკუთვნის. მიუხედავად ტრამპის მოსაზრებისა, ოფიციალური, გავლენიანი და კვალიფიციური წყაროები ამ არჩევნებს განსხვავებულად ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის სავარძელს დემოკრატთა კანდიდატი, ჯო ბაიდენი დაიკავებს.

მისი თქმით, საარჩევნო და ხმის დათვლის პროცესი ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, დამკვირვებლები კენჭისყრისა და ხმების დათვლის დროს არ დაუშვეს- „ ხმებს ითვლიდნენ მემარცხენე რადიკალთა, ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანია DOMINION-ი და აგრეთვე მათი მხარდამჭერი „ფეიკ“ მედია“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, ხოლო ტრამპმა კი 232.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა