თეგებით ძიება
17. 11. 2020 სპორტი

ერთა ლიგაზე შვეიცარიისა და უკრაინის მატჩი გაუქმებულია

ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი შვეიცარიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გაუქმდა, სტუმართა გუნდში კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევის გამო. ამის შესახებ დაწერა უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

აღნიშნავენ, რომ უეფა და შვეიცარიის საფეხბურთო ასოციაცია მზად იყვნენ მატჩის ჩასატარებლად, მაგრამ თამაში აკრძალა ქალაქ ლუცერნის მთავრობამ. სამშაბათს, სწორედ ლუცერნში უნდა გამართულიყო აღნიშნული შეხვედრა.

უფრო ადრე დაიწერა, რომ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებში კორონავირუსით დაინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა