თეგებით ძიება

არც ისე რთულია ყველაფერი, თუ ერთმანეთის გაგება გვსურს - სპეციალური დავალება თქვენთვის, ქალბატონებო

სიყვარული მარტივად რომ ვთქვათ გავს თქვენი ქოთნის ყვავილს, რომელიც მშვენიერია, თუმცა თუ მასზე არ ვიზრუნებთ, არ მოვრწყავთ, ხან მზეს არ მივუფიცხებთ და ხან ჩრდილში არ გადავიტანთ, რა დროსაც რას მოითხოვს ისე არ მოვუვლით, იგი უბრალოდ ადგება და დაჭკნება....

არ არსებობს ასე ცალსახად აღებული სიყვარული, იგი შედგება ურთიერთგაგებისგან, პატივისცემისგან და ბევრი იმ მცირე დეტალისგან, რაც ერთიანობაში ქმნის სრულყოფილებას და ჰარმონიას...

იგი არ შედგება მიჯაჭვულობისგან, ეჭვებისგან, უპატივცემულობისგან და არ გაგებისგან.

ძვირფასო ქალბატონებო, პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატია-დავალებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პირადი ურთიერთობების მოგვარებაში.

ასევე, სპეციალურად თქვენთვის, იქნება სამოტივაციო ვიდეო ბლოგები, რაც დაგეხმარებათ პირადი თუ საქმიანი ცხოვრების ნიშნულის აწევაში.

ხშირად დასმული კითხვები, რაც პირადად ჩემთვის დაუსვამთ ქალბატონებს:

1. რატომ წავიდა მასთან ვერ ვიგებ, იგი საშინლად გამოიყურება, ლამაზი მაინც რომ იყოს უფრო გავიგებდი?!

პასუხი შესაძლოა ბევრი იყოს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია

თუმცა ხშირად სილამაზე არ არის საკმარისი ურთიერთობების ჰარმონიისთვის...

არის შემდეგი ფაქტორიც, ადამიანები ზოგჯერ ვერ ”უძლებენ” ცხოვრების მაღალ ხარისხს, შესანიშნავ პარტნიორს, შესაძლოა მის გვერდით ჩრდილში გრძნობდნენ თავად თავს, ვერ პასუხობდნენ ასეთ გამოწვევას …და მათი თვითშეფასება "სანამდეც უშვებთ" ზუსტად ისეთს ირჩევენ შემდეგ, რადგან იქ შეუძლიათ თავი უფრო სრულფასოვნად იგრძნონ. ხიზილალა ძვირფასია, თუმცა ზოგჯერ არ იციან როგორ უნდა მიირთვან ის და შესაძლოა უბრალოდ ლობიო დაიდონ თეფშზე)
( რათქმაუნდა ორივე სქესს ეხება მსგავსი შემთხვევები)

2. მე სულ მინდა მომიკითხოს და მას რომ ვურეკავ ღიზიანდება:

ეს ყოველთვის პრობლემაა...

არადა ძალიან მარტივია, თუ საკითხს შევხედავთ ასე: მამაკაცის გენეტიკური კოდი მებრძოლი,მონადირე გახლავთ... ახლა იბრძვის თუ არა, მასში დევს ეს ყველაფერი ..

როგორ წარმოგიდგენიათ ასე თავდაჯერებულ, მნიშვნელოვან საქმეებში ჩაბმულ მამაკაცს, უამრავჯერ შეუვიდეს ზარი, სმს და აშ... შეწყვიტოს მისი საქმე, რომელიც ცოტა იუმორით რომ ვთქვათ, სადღაც მაინც ბრძოლა გონია ისევ, რასაც არ უნდა აკეთებდეს. რათქმაუნდა იგი გაღიზიანება, აღიქვამს კონტროლად ან უნდობლობად და არა უბრალოდ მონატრებად, რაც ჩვენი მოტივაცია არის ხოლმე ასეთ დროს ძირითადად.

თუმცა ქალის შემთხვევაშიც გენეტიკური ნიუანსია და ამასაც გაგება სჭირდება მამაკაცის მხრიდან, რომ ჩვენ, ქალები, ვურთიერთობთ ჩვილებთან, ჩვილი ვერ საუბრობს ხომ?!

არადა ტირის და ჩვენ უსიტყვოდ, მათი უსიტყვობის მიღმა გვიწევს გავიგოთ თუ რატომ ტირის, რა აწუხებს ან რა უხარია და ეს უკვე იმდენად გამჯდარი გვაქვს, მთელი ცხოვრების მანძილზე ყველგან ვიყენებთ ამ ტექნიკას და სწორედ ამიტომ არის, რომ მაგალითად მამაკაცის ნათქვამ თითოეული წინადადების მიღმა ვეძებთ - ნეტავ რა იყო ქვეტექსტი?! რა ტონით მითხრა?! რა უნდოდა ამით ეთქვა?!

და იწყება ჩვენი შეკითხვების "კასკადი")))

რეალურად მამაკაცს არაფერი უნდა არც იმაზე მეტი და არც იმაზე ნაკლები რასაც ამბობს.

უნდა ის რაც გააჟღერა, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე და წერტილი.

მოკლედ, არცისე რთულია ყველაფერი, თუ ერთმანეთის გაგება გვსურს.

დავალება: წარმოიდგენეთ როგორია თქვენი იდეალური ურთიერთობების მოდელი, და მანამ სანამ ერთმანეთით უკმაყოფილებას გამოხატავთ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ, პირდაპირი კონკრეტული ნაბიჯებით, თუ თქვენ თავად რა შეგიძლიათ გააკეთოთ, შეცვალოთ, გაახალისოთ, გააფერადოთ, უფრო საინტერესო და ლაღი გახადოთ ეს ურთიერთობა, ეს კითხვა დაუსვით საუკათარ თავს და არ დააყოვნოთ ქმედებები...

მანამ, სანამ ამას გააკეთებთ, ჯერ კვლავ საკუთარ თავს კითხეთ, გსურთ თუ არა ეს ყველაფერი?!

და თუ გსურთ, მერწმუნეთ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა