თეგებით ძიება
18. 11. 2020 სპორტი

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების შეხვედრა 0:0 დასრულდა

ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩისშეხვედრა საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის უკვე პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა.

26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი და უსახური პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და მეტოქის კართან ვითარება გაამწვავა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. 62-ე წუთზე შორიდან სცადა ბედი ჯაბა კანკავამ, 66-ეზე კი ვაკო ყაზაიშვილმა და ორივემ კარს ააცილა.

რამაზ სვანაძემ ამ დროს სცადა შეტევების გაძლიერება და ზუკა დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე მარჯვენა ფლანგიდან ზეწოლის გასაზრდელად გიორგი პაპუნაშვილი შეიყვანა. სულ რაღაც ორ წუთში მან მეკარესთან პირისპირ ნიკა კაჭარავა გაიყვანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ნახევრაში მეტოქე ყველაზე მეტად ისევ პაპუნაშვილმა აანერვიულა, როდესაც მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. ასევე სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა 76-ე წუთზე ყაზაიშვილის გასროლა.

თბილისი."დინამო არენა"

საქართველო - ესტონეთი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კაჭარავა

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა; სოომეტსი, ზენიოვი, ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი, ტენისტე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა