ახლა არა! - 9 რამ, რაც ქალებში სექსუალურ ლტოლვას ამცირებს
ამერიკულ გამოცემაში Sex & Marital Therapy გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორები ირწმუნებიან, რომ ქალის სექსუალური სურვილი ერთი და იგივე პარტნიორის მიმართ ყოველთვიურად, სრულიად ბუნებრივად 0,02%-ით იკლებს.
სიტუაციიდან გამომდინარე, ქალი მხოლოდ 6-30 თვეში გადის გზას მგზნებარე ვნებიდან მზრუნველობამდე და მეურვეობამდე. უფრო მეტიც, ინტიმური ცხოვრების ზოგიერთმა „გამაღიზიანებელმა" შეიძლება ეს პროცესი დააჩქაროს.
ვინ არის დამნაშავე? რა კლავს ჩვენს სექსუალურ სურვილს და რა უნდა გააკეთოთ?
1. სტრესი
სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე! სტრესული სიტუაციების დიდი რაოდენობა (საცობებიდან და თათბირებიდან დაწყებული) ამცირებს ტესტოსტერონის წარმოქმნას. სექსუალური ლტოლვა კი პირდაპირ ამ ჰორმონზე არის დამოკიდებული. გარდა ამისა, სტრესს თან ახლავს ადრენალინი, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად გვფიტავს. შედეგად, საწოლში მხოლოდ ერთი რამ - ძილი გვინდა. გახსოვდეთ, რომ სტრესის საუკეთესო ანტიდოტი სექსია. შესაბამისად, სექსით რაც უფრო ხშირად დაკავდებით, სხეული მით უფრო მეტ ენდორფინს და ოქსიტოცინს გამოყოფს. ეს ნივთიერებები კი სიამოვნებასთან და კეთილდღეობის გრძნობასთან ასოცირდებიან და სტრესს ხსნიიან - განმარტავს ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორი ჯეიმს კოენი.
2. დაბალი თვითშეფასება
კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორის, რუთ ვესტჰაიმერის თქმით, ”დაბალი თვითშეფასება და საკუთარი გარეგნობის უარყოფითი აღქმა მავნე ზეგავლენას ახდენს სქესობვივ ლტოლვაზე. ფიქრობთ, რომ პარტნიორს სექსუალურად ვერ იზიდავთ და ქვეცნობიერის დონეზე, ეს პროცესისადმი თქვენს ინტერესს ამცირებს. მამაკაცები ამას გრძნობენ და მართლაც, უცხოვდებიან“. მანკიერი წრე დასრულებულია! ქალი, რომლის ყურადღება მთლიანად სხეულის დეფექტებზეა გადატანილი (ცელულიტით დაწყებული და ცხვირის კეხით დამთავრებული), ვერ მოდუნდება და მაგრამ მხოლოდ იმაზე იფიქრებს, შენიშნა თუ არა პარტნიორმა მისი „დეფექტები“. შეჩერდით! სექსუალურ ლტოლვასთან არაფერ შუაშია სრულყოფილი სხეული. შეიყვარეთ საკუთარი თავი და საწოლში ნებისმიერი კაცი იგივეთი გიპასუხებთ.
3. ურთიერთობის პრობლემები
ოჯახის ფსიქოლოგის. ნოულზ დენიზის აზრით, წყვილებში მომხდარი სკანდალები ურთიერთობაში არა მარტო დროებით დაძაბულობას ქმნის, არამედ დაუსრულებელ პრეტენზიებშიც გადაიზრდება. ვის მოუნდება სექსი ადამიანთან, რომელიც ყველა ამქვეყნიურ უბედურებაში ადანაშაულებს? თუ არა მარტო თქვენი კავშირის, არამედ ლიბიდოს გადარჩენაც გსურთ, ეცადეთ გულწრფელად ისაუბროთ და გაარკვიოთ, რა უშლის ხელს თქვენს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ და თუ საჭიროა, ოჯახის ფსიქოლოგს მიმართოთ.
4. ძილის ნაკლებობა
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, რობერტ ტაიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც სერიოზულად მოქმედებს სექსუალურ ლტოლვაზე, უძილობაა. სტრესი, რომელიც არასაკმარისი ძილითაა გამოწვეული, სექსუალური ლტოლვის მიმართ უგრძნობს გვხდის. გარდა ამისა, ძილის ნაკლებობა ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს და ზრდის შფოთვის ჰორმონის - კორტიზოლის გამოყოფას. იმისათვის, რომ ეროტიკული სცენებით დატკბეთ მნიშვნელოვანია ძილისა და გაღვიძების საათები შეცვალოთ და დროდადრო, საწოლში მაღვიძარა და მობილური ტელეფონები გამორთოთ.
5. ჭარბი წონა
ნიუ იორკის უნივერსიტეტის დოქტორი ენდრიუ კოლო ამტკიცებს, რომ ჭარბწონიან ადამიანთა დაახლოებით 30% გაცილებით იშვიათად აღწევს სექსუალურ კმაყოფილებას. მეცნიერის განმარტებით, ეს იმის ბრალია, რომ წონა გავლენას ახდენს სისხლძარღვების მუშაობაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების მიდამოში, რაც პირდაპირ მოქმედებს მათ მგრძნობელობაზე.
6. ალკოჰოლი
ალკოჰოლი გვათავისუფლებს, შინაგან აკრძალვებს და ბარიერებს აქრობს და საუკეთესო სექსს გვჩუქნის გავრცელებული სტერეოტიპი, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. სიმართლე ისაა, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ლიბიდოს კი არ ზრდის, კლავს. ის მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე, რომლებიც სექსუალურ კმაყოფილებას იწვევენ და ორგაზმის მიღწევას აძნელებს.
7. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები აუცილებლად ცვლის ქალის ჰორმონალურ ბალანსს, ზოგიერთ შემთხვევაში ესტროგენისა და ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ლტოლვაზე. სხვა გვერდით მოვლენებს შორის შეიძლება იყოს ტკივილი სექსის დროს, საშოს სიმშრალე ან ორგაზმის მიღწევა - განმარტავს ლუისვილის უნივერსიტეტის დოქტორი რებეკა სტენდი. თუ ფიქრობთ, რომ აბების მიღება არასასურველ გავლენას ახდენს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, სთხოვეთ ექიმს განსხვავებული ჰორმონალური შემადგენლობის პრეპარატი დაგინიშნოთ.
8. ცხიმიანი საკვები
კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი, რომ ცხიმიანი საკვებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ცხიმები ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსს ქმნიან და შეიძლება სისხლში შაქრის დონეზე გავლენა მოახდინონ, რაც სიმძიმისა და ძილიანობის შეგრძნებას იწვევს.
9. გვიანი სადილი
გვიანი სადილის შემდეგ თქვენი სხეულის ძალები დაიხარჯება არა ინტიმური ორგანოების მუშაობაზე, არამედ საჭმლის მონელების პროცესზე. კარგი იქნება თუ საღამოს 8 საათის შემდეგ აღარაფერს მიირთმევთ. გაცილებით მეტ ენერგიას დაზოგავთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის.