თეგებით ძიება
19. 11. 2020 სპორტი

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ქართველმა ფეხბურთელებმა დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი „კლუჟი“ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ჭყონიამ გაიტანა.

საგულისხმოა, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა