თეგებით ძიება
20. 11. 2020 მსოფლიო

კოკაინის ზემოქმედებაში მყოფმა დედამ ახალშობილ ქალიშვილს მდუღარე წყალი გადაასხა და 1 საათის განმავლობაში მის ტირილს ისმენდა

კოკაინის მომხმარებელმა დედამ მდუღარე წყალი გადაასხა თავის 19 თვის ქალიშვილს, რომელიც ტკივილისიგან 1 საათის განმავლობაში განუწყვეტლად ტიროდა. გრეისი ქრაუდერი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს სხეულის მძიმე დამწვრობით- ახალშობილს ორგანიზმის 65 % დამწვარი ჰქონდა.

სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ მყოფმა 26 წლის ქეითი ქრაუდერს ბრალად ედება ბავშვისთვის მდუღარე წყლის გადასხმა, რომლის შემდეგაც მან ინდიფერენტულობისა და შეუბრალებლობის მაგალითი იმ მხრივ გამოავლინა, რომ მომხდარი ინციდენტიდან 1 საათის განმავლობაში სახლს ალაგებდა, ამასობაში კი მისი შვილი მიღებული დამწვრობებისგან იტანჯებოდა.

ბოროტმოქმედმა დედამ პროკურორის კითხვაზე, თუ რას აკეთებდა იგი მაშინ როდესაც მისმა შვილმა დამწვრობა მიიღო, განაცხადა, რომ მან ბავშვი ესეთ მდგომარეობაში იპოვა.

ბავშვის დედა დააპატიმრეს, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა