თეგებით ძიება

ქალი და ფული - 6 ხერხი, როგორ გავზარდოთ ენერგია მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად

ფული არის ენერგია და ერთ-ერთი საშუალება, ჩვენი მიზნების და სურვილების რეალიზაციისათვის. რაც მეტია ენერგია, მით მეტია ფული.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ და გამოხვიდეთ მამაკაცური ენერგიის გავლენისგან, სადაც ქალბატონების უმრავლესობა საკუთარი ინიციატივითა და თანამედროვე ცხოვრების ზეგავლენით აღმოჩნდა.

ქალი თავისი ბუნებით დაბადებიდანვე განპირობებულია სიმდიდრისა და სიუხვის მაგნიტად, მაგრამ რამდენად ხდება ასე რეალურად?!

რაოდენ ცოტა ქალბატონს აქვს გაცნობიერებული თავისი ქალური ძალა, ივიწყებს საკუთარ ქალურ ბუნებას და იწყებს ფულის შოვნას მამაკაცური საწყისით, ამ დროს კი ქალური საწყისითა და ქალური ბუნებით უფრო მარტივია მისთვის სასურველის მოზიდვა, თუ განაწყობს თავის შინაგან სამყაროს სიუხვეზე და სიმდიდრეზე და აიმაღლებს საკუთარ ქალურ ენერგიას იოლად მოიზიდავს ფულს: შემოქმედების გზით, მამაკაცის გზით, საჩუქრებითა და საინტერესო პროექტების გზით...

საკუთარი ქალური ბუნების რწმენითა და განვითარებით, ქალი ხდება უხვი.

ქალმა უნდა შეისწავლოს საკუთარი ბუნება, ბუნებაში მოიაზრება, საკუთარი ენერგია და ენერგოცენტრები. ერთ-ერთი ენერგოცენტრი არის სექსუალური ენერგოცენტრი.

1. ყველაზე ძლიერი ენერგოცენტრი ქალისათვის არის საშო, ზუსტად ამ ენერგოცენტრიდან წარმოიქმნება სიცოცხლე, ამ ცენტრს სექსუალური ცენტრი ეწოდება, რომელიც ქალის ცხოვრების დონეს განსაზღვრავს.
თუ რამდენად სავსეა ენერგიით, რაც უფრო მაღალია ენერგიათა ვიბრაციები, მით მეტად და იოლად იზიდავს მაგნიტივით ქალი სიუხვეს სხვდასხვა გზებით, რაც უფრო ძლიერია ენერგია, მით უფრო ძლიერად იზიდავს სამყაროს სიკეთეებს თავის ცხოვრებაში. წლებთან ერთად, ქალები კარგავენ ამ ენერგიას, ამის გამო ხშირად პრობლემები ჩნდება ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან დაკავშირებით, თუმცა, ენერგიის ამაღლება და განვითათარება ყოველთვის შეიძლება, ქალისთვის ეს ცხოვრების წესადაც უნდა იქცეს. ზოგერ მამაკაცის დადანაშაულებაც უადგილოა, რადგან ქალი თავისი ენერგიით სტიმულსა და ბიძგს აძლევს, რომ მეტად რეალიზდეს ცხოვრებაში, რადგან ბევრისთვის უკვე ცნობილია, რომ მამაკაცი ქალისგან იღებს ენერგიას, ქალი კი ენერგიას სიყვარულით უზიარებს, რომელიც ძალას აძლევს მამაკაცს ცხოვრებაში რეალიზდეს.

ტყუილად არ არის ნათქვამი: "წარმატებული მამაკაცის უკან, ყოველთვის ქალი დგას, რომელიც შთააგონებს, ენერგიას და ძალას მატებს ცხოვრებისეული მიღწევებისათვის“, ამისათვის კი მნიშვნელოვანია დაინტერესდეთ საკუთარი ენერგიის დონის შესწავლითა და განვითარებით, იმისათვის, რომ იყოთ მაგნიტი არა ნეგატიური მოვლენების, არამედ სასურველი მოვლენების.

2. ისწავლეთ საკუთარი თავით აღფრთოვანება და განეწყვეთ სამყაროს ტალღაზე:
განეწყვეთ შინაგანი ქალური ენერგიის საწყისზე, გაიაზრეთ საკუთარი ქალური ბუნება, რაც თანდაყოლილი გაქვთ სამყაროსგან და შემოქმედისგან, შეწყვიტეთ გამუდმებით მამაკაცის ენერგიაში ყოფნა და "სუპერმენობა“. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და ენერგია სხვადასხვა როლში, როდესაც შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ ძლიერიც და ნაზიც, ოჯახის საყრდენიც, საყვარელი და სასურველი მეუღლეც... დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება, მიიღეთ ახალი ცოდნა და ტექნიკები, რომ დაინახოთ საკუთარი მომხიბვლელობა და თქვენ თვითონვე აღფრთოვანდეთ საკუთარი თავით,

3. სიხარული გაავრცელეთ იგრვლივ:
როდესაც ქალი კმაყოფილია, მშვიდია, ბედნიერია, მას შეუძლია ზღვა სიხარული, სინათლე და სიყვარული გაავრცელოს ირგვლივ. თუ თქვენს შინაგან სამყაროში ეს ემოციები არ არის, დედამიწის ზურგზე ვერცერთ ადამიანს, ვერცერთ მამაკაცს ვერ ძალუძს გადმოგცეთ ეს ვიბრაციები, რადგან ხშირად ცდებიან, როდესაც ფიქრობენ: "აი შემხვდება ის მამაკაცი, ან მექნება რაც ძალიან მსურს და ამის შემდეგ შევიგრძნობ ბედნიერებას’’, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ესე არ ხდება...
თქვენს ბედნიერებაზე, სიხარულზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თქვენ თვითონ უნდა იზრუნოთ რათა შეავსოთ დადებითი ემოციებით საკუთარი შინაგანი სამყარო, იმისათვის, რომ ასხივებდეთ იგრვლივ სინათლეს... რადგან შინაგანად რა ენერგიასაც ატარებთ, ზუსტად იმ ენერგიისთვის ხდებით მაგნიტი, ასეთია ქალის ბუნება.

4. განვითარდით შემოქმედებაში:
აკეთეთ ის, რაც ძალიან მოგწონთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოძებნოთ ის, რისი გაკეთებაც ძალიან გიყვართ და გსიამოვნებთ, შემოქმედებითი განვითარებით ხდება ჩვენი რეალიზება.

5. სთხოვეთ დახმარება მამაკაცებს:
ძალიან ძლიერმა ქალებმაც კი უნდა გაითვალისწინონ ეს ასპექტი... ხანდახან მამაკაცებსაც უნდა სთხოვოთ დაგეხმარონ, უცნობებსაც კი, რადგან მამაკაცს სინამდვილეში ძალიან სიამოვნებს, როდესაც ქალს ეხმარება, თუნდაც წვრილმანებში. იყავით ყურადღებით და პატივისცემით მამაკაცების მიმართ და თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი ასეთი განწყობით, მამაკაცი მზად იქნება სიამოვნებით გაგიწიოთ მხარდაჭერა და დახმარება.

6. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქრები, სუნამო, ტანისამოსი, ლამაზი თეთრეული
ხშირად აუსრულეთ სასიამოვნო სურვილები თქვენს შინაგან პატარა გოგონას და შეპირდით, რომ არაფერში შეზღუდავთ და ყოველთვის იზრუნებთ მისი ბავშვური ოცნებებისა და სურვილების ასრულებაზე. ამ მდგომარეობის გაცნობიერებით სამყაროც და თქვენი პარტნიორიც ზუსტად ესე გაგანებივრებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა