თეგებით ძიება
20. 11. 2020 News-ები

ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლებელია, აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ეწევიან ელჩები.

როგორც ელისაშვილი ამბობს, შეხვედრაზე ელჩებს გააცნეს, როგორ ხედავენ გამოსავალს კრიზისიდან. ელისაშვილის თქმით, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“.


„გულახდილად რომ გითხრათ, შეუძლებელია, აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ეწევიან ელჩები. უბრალოდ, აღგაფრთოვანებს ადამიანს, როგორი მონდომებულები არიან ელჩები, რომ ვითარება განიმუხტოს და როგორ ცდილობენ, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს, საერთო შეხების წერტილები მოიძებნოს. ჩვენ ჩვენი პოზიცია ვუთხარით. ვუთხარით, როგორ ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ გამოსავალს ამ კრიზისიდან.

რა თქმა უნდა, რისკებზეც ვისაუბრეთ და ახლა ჯერი ნამდვილად „ქართულ ოცნებაზეა“. ჩვენ ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ და მეც ჩემდაწილ ვიტყვი, თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ეს იქნება არა რომელიმე ერთი მხარის გამარჯვება ან მეორის დამარცხება, არამედ გაიმარჯვებს საქართველო, ვინაიდან საშინელი ზამთარი გველის, ძალიან მშიერი ზამთარი გველის. ამდენად, ყველას უნდა გვქონდეს კარგად გააზრებული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა