თეგებით ძიება
20. 11. 2020 News-ები

ტექნიკურად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა - გიგა ბოკერია

ტექნიკურად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა კრიზისამდე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ახალი ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„როდესაც ამ შეგნებამდე მივლენ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მერე ექნება აზრი როგორ, როდის მოხდება ეს. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ტექნიკურად აბსოლუტურად გაკეთებადია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა ამ კრიზისამდე. ვგულისხმობ მარტო ჟვანიას საკითხს კი არა, მთელი წყებაა, დაწყებული პოლიტპატიმრებით. როცა მოვა გონს ივანიშვილი, მერე უკვე ტექნიკური საკითხია, როგორ განხორციელდება ეს. მაგრამ საკითხის ასე დასმა, რომ ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე, მე „ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია, გითხრათ, ეს გამორიცხულია.

ივანიშვილს აქვს ნდობა ნული, რადგან გამოცდილება აქვს ყველას. ამიტომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და რომ დაინიშნება, მერე ვისაუბროთ ტექნიკურ ნაწილზე. ეს არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხი და მათ შორის, ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვისაც და მისი გარემოცვისთვისაც გადარჩენის საკითხი.​ პრინციპული პოზიცია „ქართული ოცნების“, ეს არის ოქსიმორონი, როგორც ცხელი თოვლი, როგორც იტყვიან. ისე გადათქვამენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ


1TV


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა